ბმულები ხელმისაწვდომობისთვის

"ამერიკელები იმარჯვებენ ისე, როგორც არასდროს" - პრეზიდენტი დონალდ ტრამპი


შეერთებული შტატების პრეზიდენტი ხანმოკლე ვიზიტით შვეიცარიას ეწვია და ქალაქ დავოსში მიმდინარე მსოფლიოს ეკონომიკურ ფორუმში მონაწილეობს. გამხსნელ სიტყვაში, დონალდ ტრამპმა ხაზი გაუსვა ამერიკის ეკონომიკურ მიღწევებს და თქვა, რომ "ამერიკელები იმარჯვებენ ისე, როგორც არასდროს".

გამარჯვებებში პრეზიდენტმა ტრამპმა ორი უახლესი სავაჭრო ხელშეკრულება დაასახელა. ესენია: ჩინეთთან სავაჭრო შეთანხმების პირველ ფაზაზე ხელმოწერა და სენატში კანადა-მექსიკასთან დადებული ხელშეკრულების დამტკიცება.

"ამ ფორუმზე ორი წლის წინ გამოსვლისას, გითხარით, რომ ამერიკის დიდ დაბრუნებას ვიწყებდით... დღეს შემიძლია ამაყად განვაცხადო, რომ შეერთებული შტატები ეკონომიკური აყვავების შუაგულშია, ისეთში, რომლის მსგავსი მსოფლიოს არასდროს უნახავს" - თქვა ტრამპმა. მან დანარჩენ ქვეყნებს მოუწოდა ამერიკის მაგალითისთვის მიებაძათ და გაეთავისუფლებინათ თავისი მოქალაქეები "დამანგრეველი ბიუროკრატიისგან".

კონფერენციის დაწყებამდე, დავოსში აქციის ასობით მონაწილე შეიკრიბა, რომლებიც გარემოს დაცვის აუცილებლობაზე ამახვილებდნენ ყურადღებას. როცა დონალდ ტრამპს გარემოს დაცვაზე და აქტივისტ გრეტა თანბერგზე დაუსვეს კითხვა, პრეზიდენტმა თქვა, რომ მას სჯერა გარემოს დაცვის, სუფთა ჰაერის და წყლის აუცილებლობის.

Facebook Forum

XS
SM
MD
LG