ბმულები ხელმისაწვდომობისთვის

ექსპერტები: დავოსის ფორუმი მნიშვნელოვან პლატფორმად რჩება


შვეიცარიის დავოსში, ამ კვირაში მიმდინარე მსოფლიო ეკონომიკურ ფორუმზე თვალშისაცემი არდასწრებაა. ღონისძიებას არ ესწრება შეერთებული შტატების პრეზიდენტი დონალდ ტრამპი.

ბევრ ქვეყანაში, წარმოსახვითი მმართველი ელიტის მიმართ უკმაყოფილების ზრდასთან ერთად, ბევრი ლიდერი თავს არიდებს ისეთ შეკრებას, რომელსაც ხშირად მსოფლიოს მდიდარი ადამიანების მიუწვდომელ კლუბად აიგივებენ. სხვები ირწმუნებიან, რომ სასიცოცხლო მნიშვნელობა აქვს ისეთ გადაუდებელ საკითხებზე მსჯელობისთვის შეკრებას, როგორიცაა კლიმატის ცვლილება და მსოფლიო ვაჭრობა.

თუმცა, გარეგნულად ყველაფერი ჩვეულებისამებრ ჩატარდა: ჩაკეტილ, თოვლიან მთაზე მსოფლიოს ლიდერები, გლობალური კომპანიების ხელმძღვანელები, ლობისტები და გავლენის ჯგუფები ერთმანეთს შეხვდნენ. „ჩეთამ ჰაუსის“ შეერთებული შტატების და ამერიკის პროგრამების ხელმძღვანელი ლესლი ვინჯამური ამბობს, რომ ეს ფორუმი, გლობალური გადაწყვეტილებების მიმღებების სასიცოცხლოდ მნიშვნელოვან შეკრებად რჩება.

„ისინი იქ საქმის საკეთებლად ჩავიდნენ, მოხდა იდეების გაცვლა-გამოცვლა. ამიტომ ვფიქრობ, რომ ის ჯერ კიდევ უაღრესად მნიშვნელოვანია.“

პრეზიდენტი ტრამპი, შეერთებული შტატების მთავრობის ნაწილობრივი დახურვის პირობებში, ფორუმზე არ წავიდა, ფორუმზე არ იყო ჩინეთის პრეზიდენტი, არც ბრიტანეთის პრემიერი ტერეზა მეი და არც საფრანგეთის პრეზიდენტი მაკრონი.

ვინჯამური ამბობს, რომ ეს ლიდერები მათ წინაშე მდგარ საშინაო პრობლემებში არიან ჩაფლული, რაც გლობალიზმისთვის კარგი ნიშანი არ არის. "დავოსი გასაოცარი კრიტიკის საგანია. ადამიანები ამბობენ, იცით რა ხდება, ეს ის ადგილია, სადაც ის ხალხი ერთად სადილობს და ამას ჩვენთან არაფერი ესაქმება, და, რა თქმა უნდა, ეს ბევრად უფრო მეტს ნიშნავს, მაგრამ ამჟამად ამის გარეგნული სახე უაღრესად უარყოფითია.“

მკაცრად დაცული უსაფრთხოების პერიმეტრის შიგნით, დელეგატებმა კარგად იციან, რომ ამ პერიმეტრის მიღმა გლობალური უკმაყოფილება იზრდება. დევიდ გერგენი, აშშ-ში ჰარვარდის უნივერსიტეტის კენედის სკოლიდან, ამ კვირაში ჩატარებული მსჯელობების დროს, ფორუმის ბევრი მონაწილის მიერ გამოთქმულ შეშფოთებას გამოეხმაურა.

ოთხშაბათს გერგენმა აუდიტორიას მიმართა: „უნდა გვახსოვდეს, რომ საფონდო ბირჟაზე ისტორიაში ყველაზე ხანგრძლივი აღმასვლის ტენდენცია გვქონდა. კარგი ეკონომიკური პერიოდი გვქონდა. ბევრ ქვეყანაში შემოსავლები გაიზარდა და მიუხედავად ამისა უკმაყოფილება გაღრმავებულია და ჩვენს დემოკრატიებს ემუქრება. აქ რაღაც არ მუშაობს და ჩვენ ეს უნდა გავარკვიოთ.“

ბევრი დიდი მოთამაშის არდასწრება იმას ნიშნავს, რომ ავანსცენა სხვებმა დაიპყრეს. ეთიოპიის პრემიერ მინისტრ აბიაჰმედ ალის, ერითრეასთან მშვიდობის მიღწევისთვის აქებდნენ. ფურუმზე გამოსვლისას მან თქვა, რომ აფრიკულმა ქვეყნებმა ურთიერთკავშირები უნდა გააღრმავონ.

ალიმ თქვა: „გვჯერა რომ ინტეგრაცია უნდა განვიხილოთ, არა მხოლოდ როგორც ეკონომიკური პროექტი, არამედ როგორც სომალის ნახევარკუნძულზე მშვიდობის და შერიგებისთვის სასიცოცხლოდ მნიშვნელოვანი რამ.“

დავოსის დღის წესრიგში სხვა საკითხებიც წამოიჭრა, განსაკუთრებით, კლიმატის ცვლილების შესახებ. ახალი ზელანდიის პრემიერ მინისტრმა ჯესინდა არდერნმა მოქმედებისკენ მოუწოდა.

არდერნმა თქვა: „ეს იმის შესახებაა, რომ ისტორიასთან მართალი ვიყოთ. გინდათ ისეთი ლიდერი იყოთ, როდესაც უკან მოიხედავთ და აღმოაჩენთ, რომ კამათისას არასწორი მხარე აირჩიეთ იმ დროს, როდესაც მსოფლიო პრობლემის გადაჭრას იხვეწებოდა? ვფიქრობ, რომ ეს საკითხი ასე დგას.“

„ჩეთამ ჰაუსის“ ანალიტიკოსის ლესლი ვინჯამურის თანახმად, სავარაუდოდ დავოსი 2019, დასამახსოვრებელი გლობალური ლიდერობის არარსებობის გამო გახდება.

ღრმა გლობალური ცვლილებების დროს ასეთი ხედვის არარსებობამ, ზამთრის ამ კურორტის ფარგლებს გარეთ მძიმე შეგრძნება გააჩინა.

Facebook Forum

ტვიტერი

XS
SM
MD
LG