ბმულები ხელმისაწვდომობისთვის

ტრამპის გადაწყვეტილებით, დავოსში არც აშშ-ის დელეგაცია გაემგზავრება


დონალდ ტრამპი დავოსის ეკონომიკურ სამიტზე, 2018 წელი
დონალდ ტრამპი დავოსის ეკონომიკურ სამიტზე, 2018 წელი

ამერიკის პრეზიდენტმა შეერთებული შტატების დელეგაციის დავოსში ვიზიტი გააუქმა. პრეზიდენტი და შტატების დელეგაცია იქ საერთაშორისო ეკონომიკურ ფორუმს უნდა დასწრებოდნენ. თავდაპირველად პრეზიდენტმა თავად თქვა გამგზავრებაზე უარი იმ მიზეზით, რომ ქვეყნის მთავრობის ნაწილის მუშაობა ბიუჯეტზე შეუთანხმებლობის გამო შეჩერებულია. ამჯერად კი პრეზიდენტმა მთლიანად დელეგაციის ვიზიტი გააუქმა.

მანამდე ცოტა ადრე კი, პრეზიდენტმა ტრამპმა არ მისცა საშუალება წარმომადგენელთა პალატის დემოკრატ სპიკერს, ნენსი პელოსის, გამგზავრებულიყო ევროპაში, ეგვიპტეში და ავღანეთში.

ნენსი პელოსიმ განაცხადა, რომ დელეგაციის წევრებს სურდათ ავღანეთში ამერიკელ ჯარისკაცებს შეხვედროდნენ, გადაეხადათ მადლობა მათი სამსახურისა და თავდადებისთვის და კიდევ ერთხელ ესაუბრათ იმ საკიტხებზე, რაც მათ მომავალ პოლიტიკურ გადაწყვეტილებებს განაპირობებს.

პრეზიდენტის ამ გადაწყვეტილებას წინ უძღოდა პელოსის განცხადებაც, რომლითაც მან პრეზიდენტს კანონმდებლების წინაშე ყოველწლიური ერისადმი მიმართვის გადადება ურჩია.

Facebook Forum

XS
SM
MD
LG