ბმულები ხელმისაწვდომობისთვის

ჩინეთის პრეზიდენტი სი ძინპინი მოხსენებით ბოაოს საერთაშორისო ფორუმზე გამოვიდა, რომელიც მისი ქვეყნისთვის, დაახლოებით, ისეთივე მნიშვნელობისაა, როგორც დავოსის ფორუმი აზიის სახელმწიფოებისთვის. სი ძინპინს გამოსვლაში პრეზიდენტი ტრამპი, ან შეერთებულ შტატებთან სავაჭრო ურთიერთობებში არსებული მზარდი დაძაბულობა არ უხსენებია, თუმცა პირობა დადო, რომ ეკონომიკურ რეფორმებს განახორციელებს, რომელიც თავისთავად სავაჭრო ურთიერთობებს, კერძოდ, ამერიკის მიერ ჩინურ საქონელზე ახლად დაწესებულ ტარიფებს უკავშირდება.

სი ძინპინმა სიტყვა “გახსნილობა” მოხსენებაში 42-ჯერ ახსენა. მისი მიმართვის მთავარი გზავნილი ქვეყნის ბიზნესებისადმი გახსნილობაში მდგომარეობდა. ის არაპირდაპირ მიანიშნებდა ამერიკის პრეზიდენტის დონალდ ტრამპის მიერ დაწესებულ სავაჭრო ტარიფებზე:

“გარკვევით მინდა ყველას ვუთხრა, რომ ჩინეთის კარი გახსნილობის მიმართულებით არ დაიხურება, არამედ კიდევ უფრო ფართოდ გაიღება” - თქვა მან. ჩინეთის პრეზიდენტის განცხადებით, “ცივი ომის დროინდელი მენტალიტეტი და ნულოვანი ჯამის მქონე თამაშები თანადათან უფრო მოძველებული ხდება და მოდიდან გადადის. იზოლაციონიზმი მხოლოდ კედლებს დაეჯახება”.

სი ძინპინმა იმპორტირებულ მანქანებზე ტარიფების შემცირების პირობა დადო. ჩინეთს ავტომობილებზე 25-პროცენტიანი ტარიფი აქვს დადებული, მაშინ როცა შეერთებული შტატები მათ 2.5 პროცენტის ოდენობის ტარიფს უწესებს. ჩინეთის პრეზიდენტი ფინანსური სექტორის მეტად გახნილობასაც ემხრობა, აცხადებს, რა რომ შეამსუბუქებს შეზღუდვებს და დააჩქარებს დაზღვევის ინდუსტრიის დამკვიდრებისთვის ხელშეწყობას.

Facebook Forum

XS
SM
MD
LG