ბმულები ხელმისაწვდომობისთვის

სავაჭრო დაპირისპირება - ჩინეთი ამერიკას იმპორტის გადასახადს უზრდის


ჩინეთმა ზოგიერთი ამერიკული პროდუქციის იმპორტზე ტარიფები, დაახლოებით, 25 პროცენტით გაზარდა. ამ პროდუქტებს შორისაა ღორის ხორცი, ხილი და სხვა, ჯამში, 3 მილიარდი დოლარის ღირებულების პროდუქცია.

ამის შესახებ კვირა საღამოს ჩინეთის ფინანსთა მინსიტრმა განაცხადა და თქვა, რომ გაზრდილი ტარიფები ძალაში დაუყოვნებლივ, 2 აპრილიდან შევიდოდა ძალაში.

მან ასევე თქვა, რომ ეს არის ამერიკის მიერ ფოლადისა და ალუმინის იმპორტზე ტარიფების გაზრდის საპასუხო ქმედება, რომელიც 23 მარტიდან ამოქმედდა. ჩინეთმა იმ პროდუქტების სია, რომლებზეც ტარიფი გაიზრდებოდა, იმავე დღეს გამოაქვეყნა.

ჩინეთის ვაჭრობის მინისტრმა ორშაბათ დილას განაცხადა, რომ პეკინი ვაჭრობის მსოფლიო ორგანიზაციაში საკუთარ ვალდებულებებს დროებით აჩერებს 120 ამერიკულ პროდუქტზე. ეს ის საიმპორტო საქონელია, რომელზეც ჩინეთი შეერთებულ შტატებს შემცირებულ ტარიფს უწესებდა.

სარგებლობდნენ. და ამის ნაცვლად, იმპორტის გადასახადი ამ პროდუქტზე დაახლოებით 15 % ით გაიზრდება.

Facebook Forum

XS
SM
MD
LG