ბმულები ხელმისაწვდომობისთვის

დასავლეთი VS პუტინის რეჟიმი- მუშაობს თუ არა დასავლეთის ეკონომიკური სანქციები


2014 წელს, რუსეთის უკრაინაში შეჭრის შედეგად, ამერიკამ და ევროკავშირმა რუსეთს ეკონომიკური სანქციები დაუწესა. ეს სანქციები ყველაზე მასშტაბური იყო, რაც ოდესმე რომელიმე ქვეყნისთვის დაუწესებიათ მეორე მსოფლიო ომის შემდეგ.

სანქციები ეხებოდა როგორც ინდივიდუალურ პირებს, ისე რუსეთის მთავრობის წევრებსა და ბიზნეს კომპანიებს. ევროკავშირმა თავდაპირველად, სანქციები 2019 წლამდე დატოვა ძალაში, შემდეგ 2020 წლამდე გაახანგრძლივა, ბოლოს კი 2021 წლის ივლისამდე აამოქმედა.

ბოლო მონაცემებით, რუსეთის საზღვრებს მიღმა, ოფშორულ და საზღვარგარეთის კომპანიებში 1 მილიარდ დოლარზე მეტი აქვთ რუსებს გადანახული. სავარაუდოდ, ამ თანხის ¼ სწორედ პუტინს ეკუთვნის.

მიუხედავად იმისა, რომ ეკონომიკურ ზარალს, რომელიც ამ სანქციებით რუსეთს მიადგა, თავად მოსკოვიც არ მალავდა, დღემდე არსებობს მოსაზრებები, რომ სანქციები არაეფექტურია.

სერგეი ალეკსაშენკო, რუსეთის ცენტრალური ბანკის თავმჯომარის ყოფილი მოადგილე და ეკონომისტი, მათ შორისაა, ვინც თვლის, რომ დასავლეთის დაწესებული სანქციები არაეფექტურია. მისი თქმით, მიუხედავად იმ სანქციებისა, რაც ბოლო 7 წლის განმავლობაში დასავლეთმა რუსეთს დაუწესა, „პუტინის აგრესიული პოლიტიკა“ არ შეჩერებულა.

„რუსეთმა გაანადგურა უკრაინის საგარეო ვაჭრობა ცენტრალური აზიის ქვეყნებთან, უკრაინა და სხვა მეზობლები განიცდიან კიბერთავდასხმებს [რუსეთისგან], [უკრაინის] ტერიტორიული მთლიანობა აღდგენილი არ არის, მოლაპარაკებებზე საუბარიც არაა, რუსეთის ოფიციალურ პირებს არ შეუწყვიტავთ სეპარატისტების დახმარება და რუსეთი, ნამდვილად არაა იზოლირებული საერთაშორისო არენიდან“,- ამბობს ალეკსაშენკო. მისთვის ეს საკმარისი მიზეზია იმის საქმთელად, რომ სანქციები არაეფექტურია, საჭიროა მათი გამკაცრება და უფრო ფოკუსირებულად გამოყენება. მისი აზრით, დასავლეთმა სხვადასხვა კანონებსაც უნდა მიაქციოს ყურადღება და გამოიყენოს. მაგალითად კი „ქიმიური და ბიოლოგიური იარაღის აქტი“ მოჰყავს და მბობს, რომ სანქციები, რომელიც ამ აქტითაა განსაზღვრული, არ დაუწესებიათ რუსეთისთვის არც სკრიპალების და არც ნავალნის მოწამვლის შემთხვევაში.

ეკონომიკური სანქციების შედეგად, 2014 წლიდან მოყოლებული, რუსეთის ეკონომიკა, მხოლოდ 0.3%-ით იზრდებოდა, როდესაც გლობალურად, ეს მაჩვენებელი, დაახლოებით, 2.3% იყო.

თუმცა, ალეკსაშენკოს არგუმენტებს საფუძვლიანად არ მიიჩნევენ ანდერს ასლუნდი და მარია სნეგოვაია, რუსეთის თემაზე მომუშავე მკვლევრები, რომლებმაც ახლახან დაასრულეს მუშაობა ანაგრიშზე, რომელიც სწორედ დასავლეთის მიერ დაწესებულ სანქციებს შეისწავლის.

ასლუნდის თქმით, ეკონომიკური სანქციების გამო, რომელიც 2014-2020 წლებში რუსეთს დაეკისრა, ქვეყანა ყოველ წელს, დაახლოებით 50 მილიარდ დოლარს კარგავს.

დასავლეთი რუსეთის წინააღმდეგ სამი ტიპის სანქციებს იყენებს. ესენია: პერსონალური სანქციები, ეკონომიკური და ტექნოლოგიური სანქციები. აქამდე, ათობით რუსი ოლიგარქი, ბიზნესმენი და კრემლთან დაახლოებული პირია სანქცირებულთა სიაში, ვისაც სხვადასხვა ტიპის ეკონომიკური შეზღდუვები დაუწესდა.

მარია სნეგოვაია თვლის, რომ ეს სანქციები უკიდურესად მნიშვნელოვანია და საბოლოო ჯამში, ამ სამი ტიპის სანქციების ერთობლიობამ მოიტანა იმაზე უკეთესი შედეგი, ვიდრე ამის მოლოდინი არსებობდა.

ეკონომიკური სანქციების შედეგად, 2014 წლიდან მოყოლებული, რუსეთის ეკონომიკა, მხოლოდ 0.3%-ით იზრდებოდა, როდესაც გლობალურად, ეს მაჩვენებელი, დაახლოებით, 2.3% იყო. ეკონომიკურმა სანქციებმა გამოიწვია ისიც, რომ რუსეთში შემცირდა პირდაპირი უცხოური ინვესტიციები და კრედიტი, რომელსაც რუსეთს სხვა ქვეყნები და ორგანიზაციები აძლევდნენ. კვლევის ავტორები თვლიან, რომ რუსეთის ეკონომიკა, საგრძნობ ზრდას ვერ მიაღწევს იქამდე, ვიდრე ქვეყანა არ დაუმტკიცებს დასავლეთს, რომ მისი ქმედებები შეიცვალა და ის დემოკრატიის გზას ადგას.

ასლუნდის თქმით, ეკონომიკური სანქციების გამო, რომელიც 2014-2020 წლებში რუსეთს დაეკისრა, ქვეყანა ყოველ წელს, დაახლოებით 50 მილიარდ დოლარს კარგავს. 

გამოცემა „ეკონომისტი“, თავის ერთ-ერთ ბოლო სტატიაში წერს, რომ 2014 წლის, ყირიმის ანექსიისა და ამის შედეგად დაწესებული სანქციების შემდეგ, კრემლმა თავისი ეკონომიკის იზოლაცია დაიწყო. ამის მიზეზი, ეკონომიკის გარე შოკებისგან დაცვა იყო, თუმცა შედეგად, განვითარება და ზრდა შეწყდა. ”ეს ეხება სტაბილურობას და არა განვითარებას, უფრო კონკრეტულად კი კონტროლს”,- უთხრა ეკონომისტმა ნატალია ზუბარევიჩმა „ეკონომისტის“ ჟურნალისტებს.

ყოფილი დიპლომატი და მკვლევარი ანდერს ასლუნდიც ამ აზრს იზიარებს. ის თვლის, რომ ამერიკისა და ევროკავშირის მიერ დაწესებულმა სხვადასხვა სანქციებმა, სერიოზული ზიანი მიაყენა რუსეთის ეკონომიკას და გავლენა ჰქონდა ქვეყნის მაკროეკონომიკაზეც. სანქციების შედეგად, რუსეთის მთავრობას უწევს გაზარდოს გადასახადები და მუდმივად იფიქროს თავისი მთავარი შემოსავლის, ნავთობის ფასებზე.

ნავთობი და ენერგო სანქციები კიდევ ერთი საკითხია, რომელიც დასავლეთს რუსეთის წინააღმდეგ შეუძლია გამოიყენოს. „ჩრდილოეთის ნაკადი 2“, ახლა ამერიკასა და რუსეთს შორის დაძაბულობის ერთ-ერთი მთავარი მიზეზია.

ყოფილი ელჩი ჯონ ჰერბსტი, რომელიც „ატლანტიკური საბჭოს“ ევრაზიის ცენტრის დირექტორია, თვლის, 2019 წელს ამერიკის მიერ დაწესებული სანქციები ამ გაზსადენის პროექტზე მომუშავე კომპანიებისთვის, საკმაოდ ეფექტური იყო და ამან დიდი გავლენა იქონია გაზსადენის მშენებლობის ტემპსა და მომავალზე. თუკი ახლანდელი ადმინისტრაცია სწრაფად იმოქმედებს და ახალ სანქციებს დაადებს პროექტს, მაშინ ჰერბსტის თქმით, დიდია შანსი, რომ „ჩრდილოეთის ნაკადი 2“ საერთოდ გაჩერდეს.

სანქციების გამოყენებას გამართლებულად მიიჩნევს ელინა რიბაკოვაც, „საერთაშორისო საფინანსო ინსტიტუტის“ უფროსი ეკონომისტის მოადგილე. თუმცა, მისი თქმით, სანქციები უნდა გაუმჯობესდეს და ეს ორი მიმართულებით უნდა მოხდეს: სანქციები უნდა იყოს არამარტო ეკონომიკური, არამედ საგარეო პოლიტიკის ნაწილი და ასევე, სანქციები უნდა იყოს მეტად ფოკუსირებული.

სანქციებს რომ ფოკუსი აკლია და ისინი ყველაზე სუსტ და მტკივნეულ ადგილას არ უმიზნებს რუს ოლიგარქებს, ამაზე ბოლო კვლევის ავტორები, ასლუნდი და სნეგოვაიაც მიუთითებენ.

„ეს [ანტი-დასავლური] სენტიმენტები, ყოველთვის იზრდება, როდესაც რუსეთი ახალ ომს იწყებს. იქნება ეს საქართველო, უკრაინა, თუ სირია. ეს ნიშნავს, რომ რუსული პროპაგანდა იმავე დროს იწყებს მუშაობას და გამოკითხვები, უბრალოდ, იმას ასახავს, რასაც ტელევიზიიდან ხალხს ეუბნებიან“,- ამბობს სნეგოვაია.

„სანქცირებული პირები არიან ისინი, ვინც ამერიკის იურისდიქციის ქვეშ ფლობენ რესურსებს, რომლებიც უნდა გაიყინოს და სანქციებიც ამის მიხედვით უნდა ადაპტირდეს, თუმცა ამ მხრივ. ძალიან ცოტა რამ კეთდება. ამერიკის ხაზინა ყოველ წელს აქვეყნებს გაყინული ქონების შესახებ ინფორმაციას, თუმცა, ის ძალიან მცირე მოცულობისაა და არასდროსაა დაკონკრეტებული“,- ვკითხულობთ კვლევაში.

ბოლო მონაცემებით, რუსეთის საზღვრებს მიღმა, ოფშორულ და საზღვარგარეთის კომპანიებში 1 მილიარდ დოლარზე მეტი აქვთ რუსებს გადანახული. სავარაუდოდ, ამ თანხის ¼ სწორედ პუტინს ეკუთვნის. ამიტომაც, სფეროს ექსპერტები ამბობენ, რომ საჭიროა სანქციების გაფართოება და მათი ფოკუსირება.

სანქციების დაწესების პარალელურად, მუდმივად ისმის შეკითხვა, ხომ არ გამოიყენებს რუსეთი ამას ანტი-დასავლური პროპაგანდისთვის. მარია სნეგოვაია, რომელიც წლების განმავლობაში რუსული გამოკითხვის შედეგებს სწავლობს, ამბობს, რომ ამაზე ფიქრი, „გადაჭარბებულია“.

„ეს [ანტი-დასავლური] სენტიმენტები, ყოველთვის იზრდება, როდესაც რუსეთი ახალ ომს იწყებს, იქნება ეს საქართველო, უკრაინა, თუ სირია. ეს ნიშნავს, რომ რუსული პროპაგანდა იმავე დროს იწყებს მუშაობას და გამოკითხვები, უბრალოდ, იმას ასახავს, რასაც ტელევიზიიდან ხალხს ეუბნებიან“,- ამბობს სნეგოვაია. ამიტომაც ის ვერ ხედავს პირდაპირ კავშირს სანქციებსა და ანტი-დასავლური დამოკიდებულებების ზრდას შორის. მისი აზრით, კრემლი პროპაგანდას ამ მიზნით სულ იყენებს.

„სანქცირებული პირები არიან ისინი, ვინც ამერიკის იურისდიქციის ქვეშ ფლობენ ასეტებს , რომლებიც უნდა გაიყინოს და სანქციებიც ამის მიხედვით უნდა ადაპტირდეს, თუმცა ამ მხრივ ძალიან ცოტა რამ კეთდება. ამერიკის ხაზინა ყოველ წელს აქვეყნებს გაყინული ასეტების რაოდენობას, თუმცა, ისინი ძალიან მცირე მოცულობისაა და არასდროსაა დაკონკრეტებული“,- ვკითხულობთ კვლევაში.

2021 წლის 15 აპრილს, ამერიკის შეერთებული შტატების პრეზიდენტმა, ჯო ბაიდენმა, რუსეთს სანქციების ახალი წყება დაუწესა. მაშინ პრეზიდენტმა თქვა, რომ სანქციებს აწესებდა ამერიკის არჩევნებში ჩარევის, კიბერთავდასხმებისა და უკრაინის საზღვართან სამხედრო ესკალაციის გამო. სანქციების დაწესებიდან რამდენიმე დღეში, პუტინმა, 100,000-ზე მეტი რუსი ჯარისკაცი, რომელიც ანექსირებულ ყირიმსა და უკრაინის საზღვართან იყო მობილიზებული, უკან გაიწვია.

სფეროს ექსპერტები თვლიან, რომ სამხედრო სიტუაციის დასტაბილურება, ამ ეტაპზე, სწორედ სანქციების გამო მოხდა. 2014 წელს, განვითარებულ მოვლენებსა და ცეცხლის შეწყვეტასაც, სწორედ სანქციებს უკავშირებენ. ამიტომ, წარსული გამოცდილებიდან გამომდინარე ყოფილი დიპლომატები, ეკონომიკის, თუ სამხედრო სფეროს ექსპერტები თანხმდებიან, რომ საჭიროა დასავლეთმა მეტი, უფრო ფოკუსირებული და სწორად გათვლილი სანქციები დაუწესოს რუსეთს, თუმცა, დატოვოს იმის შესაძლებლობაც, რომ სიტუაციის მიხედვით სანქციები შეამსუბუქოს, ან კიდევ უფრო გაამკაცროს.

Facebook Forum

XS
SM
MD
LG