ბმულები ხელმისაწვდომობისთვის

"ჩრდილოეთის ნაკადი 2"- პროექტისგან მომავალი საფრთხეები და ამერიკის საპასუხო ნაბიჯები


2012 წლის 8 ოქტომბერს, ყველასთვის ცნობილი გახდა, რომ რუსეთი, ბალტიის ზღვის ქვეშ, გერმანიამდე მისასვლელ გაზსადენ „ჩრდილოეთის ნაკადის“ მეორე განშტოების მშენებლობას იწყებდა. „ჩდილოეთის ნაკადი 2“ მსოფლიოში ყველაზე გრძელი წყალქვეშა გაზსადენია, რომელიც 1,200 კილომეტრის სიგრძისაა და წელიწადში 55 მილიარდი კუბური მეტრის გაზის გადაქაჩვა შეუძლია რუსეთიდან გერმანიაში.

„რუსეთს პასუხი უნდა ვაგებინოთ იმ საფრთხეებზე, რომელსაც „ჩრდილოეთის ნაკადი 2“ აქტიურად უქმნის ევროპის ენერგოუსაფრთხოებას".

პროექტმა, რომელსაც რუსეთის პრეზიდენტი, ვლადიმირ პუტინი და რუსული სახელმწიფო კომპანია „გაზპრომი“ აქტიურად უწევენ რეკლამას და ამაყობენ მისით, დიდი ვნებათაღელვა გამოიწვია დასავლეთში. ამერიკა-რუსეთს შორის არსებული დაძაბული ურთიერთობების ერთ-ერთი განმსაზღვრელი ფაქტორი, სწორედ ეს პროექტია.

2019 წელს, გაზსადენის მშენებლობაში მონაწილე კომპანიებს, დონალდ ტრამპის ადმინისტრაციამ აქციები დაუწესა, რის შემდეგაც, მშნებლობის დიდი ნაწილი დროებით შეჩერდა, თუმცა ამერიკაში, არჩევნებისა და ახალი ადმინისტრაციის მოსვლის შემდეგ, პროექტი კვლავ განახლდა. „ჩრდილოეთის ნაკად 2“-ის შესაჩერებლად, ამერიკის კონგრესის ორპარტიული თანხმობით, კონგრესმენები და სენატორები მოითხოვენ, ჯო ბაიდენისგან, რომ მან ამ პროექტს სანქციები დაუწესოს.

სანქციების მომთხოვნებს შორისაა კონგრესმენი ბრაიან ფიცპატრიკი. ის თვლის, რომ ამერიკამ პროაქტიულად უნდა იმოქმედოს და შეაჩეროს ის, რაც რუსეთს ევროპაზე დომინაციის საშუალებას მისცემს.

„სანქციების ალტერნატივაზე უნდა ვიფიქროთ. იმაზე, რომ ეს პროექტი დასრულების და ამუშავების შემთხვევაში, პუტინისთვის უპირატესობის მიმცემი არ იყოს“.

„რუსეთს პასუხი უნდა ვაგებინოთ იმ საფრთხეებზე, რომელსაც „ჩრდილოეთის ნაკადი 2“ აქტიურად უქმნის ევროპის ენერგოუსაფრთხოებას. პირველ რიგში კი უკრაინას, პოლონეთს, ბელარუსს, ევროკავშირსა და მთლიანად, ევროპულ გაერთიანებას. დასრულების შემთხვევაში, „ჩდილოეთის ნაკად 2“-ის გაზსადენი გამოიწვევს ზიანს, რომლის აღდგენაც შეუძლებელი იქნება ჩვენი ნატოს მოკავშირე ქვეყნებისთვის“,- ამბობს კონგრესმენი.

კონგრესმენი თვლის, რომ ამ პროექტით, რუსეთი შეძლებს უკრაინული გაზსადენი სისტემის სრულად იზოლაციას და ექნება ბერკეტი იმისთვის, რომ ენერგო გავლენა ჰქონდეს მთელ ევროპაზე.

მიუხედავად წინააღმდეგობისა, რომელსაც დასავლეთი უწევს ამ პროექტის განხორციელებას, მისი დიდი ნაწილი დასრულებულია. მშენებლობის, თითქმის 95%-ის შესრულებულია და დიდი დრო არაა დარჩენილი იქამდე, ვიდრე ის წარმოებაში ჩაეშვება. ამიტომ, სანქციებზე და სადამსჯელო ღონისძიებებზე საუბრის დროს, ჩნდება შეკითხვა, ხომ არ არის გვიან ამ პროექტის შეჩერებაზე საუბარი?

ყოფილი ელჩი ჯონ ჰერბსტი, რომელიც „ატლანტიკური საბჭოს“ ევრაზიის ცენტრის დირექტორია, თვლის, რომ „გვიანაა, მაგრამ არც ძალიან გვიან“. მისი თქმით, 2019 წელს ამერიკის მიერ დაწესებული სანქციები, საკმაოდ ეფექტური იყო და ამან დიდი გავლენა იქონია გაზსადენის მშენებლობის ტემპსა და მომავალზე. თუკი ახლანდელი ადმინისტრაცია სწრაფად იმოქმედებს და ახალ სანქციებს დაადებს პროექტს, მაშინ ჰერბსტის თქმით, დიდია შანსი, რომ „ჩრდილოეთის ნაკადი 2“ საერთოდ გაჩერდეს.

პროექტისთვის სანქციების დადება, გულისხმობს არა მხოლოდ რუსული, არამედ გერმანული მხარისთვის გარკვეული სანქციების დაწესებასაც, რაც ნატოს ორ მოკავშირე ქვეყანას შორის დაძაბულობას გამოიწვევს. ამერიკის კიდევ ერთი, ყოფილი ელჩი, დენ ფრიდი შიშობს, რომ ამერიკის მხრიდან ახალმა, დამატებითმა სანქციებმა, შესაძლოა, ამერიკისთვის არასუსრველი შედეგები მოიტანოს. ამიტომ, სანქციების გარდა, ალტერნატიული გზების ძიებასაც სთავაზობს ამერიკის მთავრობას.

„სანქციების ალტერნატივაზე უნდა ვიფიქროთ. იმაზე, რომ ეს პროექტი დასრულების და ამუშავების შემთხვევაში, პუტინისთვის უპირატესობის მიმცემი არ იყოს“,- ამბობს დენიელ ფრიდი.

ყოფილი დიპლომატები, ფრიდიც და ჰერბსტიც, თანხმდებიან, რომ სანქციების გზის გარდა, ნებისმიერი სხვა ალტერნატივა წარმატებული მხოლოდ მას შემდეგ იქნება, თუ ამას გერმანიის მთავრობაც მოისურვებს. თუმცა, გერმანიის მხრიდან მსგავსი სურვილი, ჯერ არავის გამოუთქვამს. ამიტომაც, დღევანდელი სიტუაციისა და რეგიონში რუსეთის აგრესიული ქმედებების გააქტიურების გათვალისწინებით, დიპლომატები და სფეროს ექსპერტები თანხმდებიან, რომ სანქციები ყველაზე სწრაფი და ეფექტური გამოსავალი იქნება.

თანხმობა არსებობს იმაზეც, რომ რუსეთისთვის ეს გაზსადენი არამხოლოდ ეკონომიკური სიკეთისთვის სჭირდება, არამედ ევროპაზე ენერგო და სხვა სახის გავლენების მოსაპოვლებლად.

ენერგო უსაფრთხოების ექსპერტი, აგნია გრიგასი ამბობს, რომ ყველასთვის ცნობილია რუსეთის დამოკიდებულება თავის ხელში არსებული ენერგო რესურსებისადმი. კრემლი მას იარაღად იყენებს და ზოგ შემთხვევაში, მკაცრი, ცივი ზამთრის დროს, გათბობის საშუალებას სახვადასხვა ქვეყნებს უბრალოდ, უკეტავს, ან იმუქრება, რომ ამას გააკეთებს.

ასე მოხდა, მაგალითად უკრაინაში 2006 და 2008 წლებში. მსგავსი რამ გააკეთა რუსეთმა პოლონეთისა და საქართველოს შემთხვევებშიც. ამიტომ, ექსპერტი თვლის, რომ „ჩრდილოეთის ნაკადი 2“ ევროპისთვის წარმოადგენს ენერგო, ეროვნულ, ეკონომიკურ საფრთხეს და ამაზე უნდა იფიქრონ არამხოლოდ ევროპის ქვეყნებმა, არამედ ამერიკამაც, როგორც „ნატოს ყველაზე დიდმა ძალამ და უსაფრთხოების გარანტორმა“.

გრიგასი თვლის, რომ “ ჩრდილოეთის ნაკადი 2“-ის დასრულების შემთხვევაში, რუსეთი სხვა მილსადენებს, რომლითაც მეზობელ ქვეყნებს ემსახურება გააუქმებს და ამით კიდევ უფრო მეტ საფრთხეს შეუქმნის იმ ქვეყნებს, რომლებიც მასზე არიან ენერგოდამოკიდებულები.

„როდესაც რუსეთი ასრულებს ალტერნატიული მილსადენის მშენებლობას, იქნება ეს გაზის თუ ნავთობსადენი და როგორ წესი ის [რუსეთი] ასრულებს მას [მილსადენს] პოლიტიკური მიზნებით, მაშინ ის ხურავს, აჩერებს სხვა ინფრასტრუქტურებს, რომლებიც იმ მეზობელ ქვეყნებს ემსახურებიან, რომლებიც პოლიტიკურად აღარ არიან რუსეთის მხარეს. ასე, რომ ვფიქრობ, თუ „ჩრდილოეთის ნაკადი 2“ დასრულდება, ესაა სწორედ ის, რასაც უნდა ველოდოთ. ეს მხოლოდ დროის საკითხია“,- ამბობს ექსპერტი.

„ჩრდილოეთის ნაკად 2“-ს მოწინააღმდეგეები გერმანიაშიც ჰყავს. მწვანეთა პარტია, კატეგორიულად გმობს ამ პროექტს და მისი შეჩერება სურს, თუმცა მათ ამ ეტაპზე სახელისუფლებო გავლენა არ აქვთ. მართალია, გერმანიაში არჩევნები 2021 წლის სექტემბერში ტარდება და მწვანეებსაც აქვთ საკმაოდ კარგი შანსი, თუმცა, ჯონ ჰერბსტი თვლის, რომ ეს პროცესები დროში ვერ დაემთხვევა მილსადენის მშენებლობას.

„არჩევნები ადრეულ შემოდგომაზეა, ამის შემდეგ უნდა ჩამოყალიბდეს ახალი მთავრობა და ახალი კონფიგურაცია წლის ბოლოსთვის საბოლოოდ ჩამოყალიბდება. პროექტი [„ჩრდილოეთის ნაკადი 2“]კი, სავარაუდოდ, სწრაფად წავა წინ და მანამდე დასრულდება, ვიდრე მწვანეების გავლენა საგრძნობი გახდება“,- ამბობს ჰერბსტი.

დიპლომატი თვლის, რომ იმის გამო, რომ ეს მილსადენი დიდ საფრთხეს უქმნის, როგორც უკრაინას და მის უსაფრთხოებას, ისე მთლიანად ევროპას და ნატოს წევრი ქვეყნებისთვის წარმოადგენს ეროვნული, ენერგეტიკული, ეკონომიკური და სხვა ტიპის საფრთხეს, აუცილებელია ამერიკამ იმოქმედოს სწრაფად და აქტიურად.

ენერგო უსაფრთხოებისა და საერთაშორისო ურთიერთობების სპეციალისტები თანხმდებიან, რომ ამ ეტაპზე, სანქციების დაწესების გარდა, სხვა გამოსავალი, პუტინის რუსეთის შესაჩერებლად არ არსებობს. ახლა კი ჯერი პრეზიდენტ ბაიდენზე და მის ადმინისტრაციაზეა.

Facebook Forum

ტვიტერი

XS
SM
MD
LG