ბმულები ხელმისაწვდომობისთვის

მარტო ზღვაში - სანქცირებული „ფორტუნა“


გერმანიას რუსეთის იზოლაცია არ სურს და არც „ხიდების ჩამტვრევას“ გეგმავს. ეს ოფიციალური პოზიციაა საკითხზე, რომელიც რუსულ გაზს და გაზსადენს უკავშირდება.

გაზსადენს, რომელიც რუსეთის ხელში „ახალი პოლიტიკური იარაღი იქნება“ რადგან ევროპა უფრო მეტად იქნება დამოკიდებული რუსეთზე და რუსულ გაზზე.

“ახალი გაზსადენი გაზრდის რუსეთის დომინირებას ევროპაში. ევროპას შეუძლია უკეთესად მოახდინოს თავისი ენერგორესურსების დივერსიფიკაცია. „ჩრდილოეთ ნაკადი 2“-ის რამდენიმე ალტერნატივა არსებობს და ეს უნდა იყოს გამოყენებული, რათა მოხდეს ევროპის ენერგეტიკული უსაფრთხოების უზრუნველყოფა ნაცვლად იმისა, რომ უფრო მეტად დაეყრდნონ რუსეთს,“- ამბობს ლუკ კოფი „ჰერითიჯის“ ფონდიდან.

ბერლინი ალტერნატიულ გზებზე არ მსჯელობს. მეტიც ის პროექტის დაჩქარებაზე მუშაობს. სააგენტო „როიტერი“ ევროკავშირში ერთ-ერთ მაღალჩინოსანზე დაყრდნობით წერს, რომ გერმანია დროის მოგებას ცდილობს, რათა ამერიკას უკვე დასრულებული პროექტი შესთავაზოს. „როიტერის“ წყაროს ინფორმაციით, გერმანიას სურს პროექტი დასრულდეს და ახალ ადმინისტრაციასთან მხოლოდ ამის შემდეგ ისაუბროს ახალი მოცემულობით.

როგორც გერმანიის მთავრობა, ასევე პრეზიდენტი ღიად აჟღერებენ და მოელიან, რომ წლის ბოლომდე რუსული გაზსადენის მშენებლობა დასრულდება. გაზსადენის ბალტიის ზღვის გავლით ევროპაში 110 მილიარდ კუბურ მეტრ გაზსს ჩაიტანს, იმ შემთხვევაში თუ პროექტი დასრულდება. ამჟამად პროექტზე კი მხოლოდ ერთი, რუსული და ისიც სანქცირებული გემი „ფორტუნა“ მუშაობს.

ჩრდილოეთის ნაკადი 2 - რისი "ვალი" აქვს გერმანიას რუსეთთან?
გთხოვთ, დაიცადოთ

No media source currently available

0:00 0:04:35 0:00

სამუშაოები გრძელდება იმის პარალელურად, როცა რუსეთი გერმანიის მიმართ ღია ბრძოლაზეა გადასული. დაკავებულია გერმანიიდან რუსეთში დაბრუნებული რუსი ოპოზიციონერი და პუტინის მთავარი კრიტიკოსი ალექსეი ნავალნი, მოსკოვმა ქვეყნიდან გააძევა გერმანელი დიპლომატებიც. პარალელურად კი რუსული დეზინფორმაციის მთავარი სამიზნე სწორედ გერმანიაა.

9 მარტს ევროკავშირის დეზინფორმაციის მაკონტროლებელმა ორგანომ თქვა, რომ რუსეთიდან მომავალი ყაბლი ახალი ამბების მთავარი სამიზნე სწოედ გერმანიაა.

„ვიტოვებთ უფლებას გავაგრძელოთ სანქციები კონკრეტული პირების მიმართ, მაგრამ ეს ჯერჯერობით არანაირ გავლენას არ ახდენს „ჩრდილოეთის ნაკადი 2“-ის მიმართ არსებულ გერმანიის პოზიციაზე“,- ამბობს გერმანიის კანცლერი ანგელა მერკელი.

გერმანიის კანცლერის მსგავსად, რუსულ გაზსადენს მიესალმება გერმანიის პრეზიდენტიც, რომელიც რუსეთთან ურთიერთობის გაწყვეტის წინააღმდეგია. გერმანიაში მალე არჩევნებია, პოსტს შემოდგომაზე ანგელა მერკელი დატოვებს. თუმცა მის შემცვლელად კონსერვატიული ქრიასტიან დემოკრატბის კავშირის ხელმძღვანელი არმინ ლაშეტი მოიაზრება, რომელიც ასევე მხარს უჭერს რუსულ გაზსადენს. თუმცა ამ დრომდე უცნობია ჩაანაცვლებს, თუ არა ის ანგელა მერკელს. გერმანიაში „ჩრდილოეთ ნაკადი 2“-ის წინააღმდეგი მწვანეთა პარტიაა. სადაც ამბობენ, რომ ყველა ძალას გამოიყენებენ, რათა პროექტი შეწყდეს.

მერკელის პოზიციას იზიარებს გერმანიის პრეზიდენტიც, რომლის განცხადებასაც ბრიტანული „თაიმსი“ „ნაცისტური დანაშაულებების გამო გერმანის რუსეთის ვალი აქვს“ ასე გამოეხმაურა. შტაინმაიერი განცხადებაში ამბობს, რომ გერმანია რუსეთთან ურთიერთობას სრულად არ გაწყვეტს.

„ეს არის ერთერთი ბოლო ხიდი რუსეთსა და ევროპას შორის. მე კი მჯერა, რომ ხიდების დაწვა არ არის სიძლიერის ნიშანი. ჩვენს შორის იყო ნაყოფიერი პარტნიორობის ფაზები, მაგრამ უფრო მეტი დრო გავატარეთ დაპირისპირებასა და საშინელ სისხლისღვრაში,“- ამბობს გერმნიის პრეზიდენტი შტაინმაიერი. გერმანია წინააღმდეგია ევროკავშირის მიერ რუსეთის მიმართ სანქციების დაწესების მიმართაც. თებერალში მაშინ როცა ევროკაშვირი რუსეთის მიმართ სანქციების დაწესებაზე მსჯელობდა, გერმანიის საგარეო საქმეთა მინისტრმა თქვა, რომ ის ამ პოზიციას არ იზიარებდა.

„თუ ჩვენ სანქციებს დავაწესებთ, ეს უფრო დაახლოებს რუსეთსა და ჩინეთს და შეიქმნება უდიდესი ეკონომიკური და სამხედრო ალიანსი. მე არ ვფიქრობ, რომ ეს ჩვენი სტრატეგია უნდა იყოს. ამიტომ მე წინააღმდეგი ვარ რუსეთთან ყველა ხიდის ჩაჭრის“,- ეს განცხადება გერმანიის საგარეო საქმეთა მინისტრმა ჰეიკო მასმა მაშინ გააკეთა, როცა ევროკავშირი რუსეთისთვის სანქციების დაწესების შესახებ მსჯელობდა.

საკითხი ამ დრომდე ამოწურული არ არის ევროპა-რუსეთის ურთიერთობებზე და შესაძლო სანქციებზე მსჯელობა უახლოეს დღეებში გაგრძელდება, მაშინ როცა 25-26 მარტს ევროკავშირის ლიდერები შეიკრიბებიან.

ფორსტნერი: ჩრდილოეთის ნაკადი 2 ევროპის საკეთილდღეოდ შენდება
გთხოვთ, დაიცადოთ

No media source currently available

0:00 0:18:26 0:00
ამერიკის პოზიცია

ამერიკაში ადმინისტრაციების ცვლილების მიუხედავად, ზოგიერთ ფუნდამენტურ საკითხზე პოზიცია უცვლელი რჩება. ასეთი ერთ-ერთი საკითხი სწორედ ევროპაში რუსული გაზია.

სწორედ ვაშინგტონის ქმედებების გამოა, რომ ამ დრომდე მილსადენში გაზი არ მიედინება. სანქციები რუსულ პროექტში ჩართულ კომპანიებს, მათ შორის ევროპულ კომპანიებს, ამერიკის კონგრესმა მაშინ დაუწესა, როცა 1 120 კილომეტრის სიგრძის მილსადენი თითქმის დასრულებული იყო. 2019 წელს პრეზიდენტ ტრამპის ადმინისტრაციამ, სანქციები ამერიკის

კონგრესის ორპარტიული მხარდაჭერის შემდეგ აამოქმედა. სწორედ მას შემდეგ წელიწადი და 3 თვეა რაც ბალტიის ზღვაში სამუშაოები მნიშვნელოვნად შეფერხდა. მილსადენისმშენებლობის დასასრულებლად კი ზღვის ფსკერზე 160 კილომეტრია დარჩენილი.

„ჩვენი პოზიცია ჩრდილოეთის ნაკადი 2-თან დაკავშირებით ძალიან მკაფიოა და იუცვლელი რჩება. პრეზიდენტმა ბაიდენმა განმარტა, რომ ეს ცუდი გარიგებაა ევროპისთვის. ეს არის ცუდი გარიგება, რადგან ის ევროპას ყოფს,“- ამბობს თეთრი სახლის პრესსპიკერი ჯენ ფსაკი.

ბოლო სანქციები ამერიკამ პროექტის მიმართ ორიოდე კვირის წინ აამოქმედა, მაშინ, როცა ვაშინგტონმა ბატლიის ზღვაში ზღვის ფსკერზე მილსადენის გაყვანისთვის მომუშავე რუსულ გემს დაუწესა. ამან ამერიკის კონგრესში რესპუბლიკური პარტიის წარმომადგენლების უკმაყოფილება გამოიწვია. ამერიკელი კანონმდებლები ჯო ბაიდენს მოუწოდებენ დროულად შეაჩეროს გაზსადენის მშენებლობა და გამოიყენოს სანქციები. გასულ კვირას სენატორმა ტედ კრუზმა ოთხ თანამოაზრესთან ერთად სახელმწიფო დეპარტამენტს წერილი მიწერა, სადაც ამერიკელი კანონმდებლები დროული სანქციების ამოქმედებას ითხოვდნენ.

სანქციების შესაძლო გაფართოების შესახებ საუბრობს სახელმწიფო დეპარტამენტი. პრესსპიკერი, ნედ პრაისი ამბობს, რომ ვაშინგტონი ყურადღებით აკვირდება პრეოქტის მიმდინარეობას და საჭიროების შემთხვევაში, შესაძლოა ახალი სანქციები ამოქმედდეს.

„ეს ცუდი გარიგებაა. ჩვენ მჭირდოდ ვთანამშრომლობთ ჩვენს მოკავშირეებთან და პარტნიორებთან ევროპის ენერგეტიკული უსაფრთხოების განმტკიცების მიზნით. ჩვენ გვსურს დავიცვათ ისინი მტაცებლური ქცევისგან, ამ შემთხვევაში რუსეთისგან. ჩვენ ვაკვირდებით პროცესებს და საჭიროების შემთხვევაში გავაფართოვებთ სანქიცებს“,- ამბობს სახელმწიფო დეპარტამენტის პრესსპიკერი ნედ პრაისი.

მიუხედავად ამერიკის მკაფიო პოზიციისა გერმანია ფიქრობს, რომ ვაშინგტონთან ამ საკითხზე საერთო ენას გამონახავს. გერმანიის საგარეო საქმეთა მინისტრმა 8 მარტს, „ბრუკინგსის ინსტიტუტში“ იმედი გამოთქვა, რომ წინა ადმინისტრაციისგან განსხვავებით ჯო ბაიდენთან ამ და სხვა საკითხებზე შეთანხმების მიღწევა მოხდება.

„რამდენიმე დღის წინ მთავარი ამერიკული გაზეთები წერდნენ „ამერიკა დაბრუნდა“ . დიახ ეს ნიშნავს, რომ ევროპა დიდ პასუხისმგებლობას იღებს. ჩვენ იმედი გვაქვს, რომ ახალ ადმინისტრაციასთან ურთიერთობებს დავალაგებთ. რა თქმა უნდა ევროპული და ამერიკული ინტერესები ყოველთვის არ ემთხვევა ერთმანეთს, ამის მიზეზი მხოლოდ გეოგრაფიაა. მაგრამ აღარასდროს უნდა დავუშვათ, რომ ამ განსხვავებებმა ჩვენი პარტნიორობა ეჭვქვეშ დააყენოს,“- განაცხადა გამოსვლის დროს გერმანიის საგარეო საქმეთა მინისტრმა.

ვაშინგტონი ვითარებას აკვირდება და სანქციებისთვის ემზადება, რუსეთში განვითარებული მოვლენების გამო, გერმანიას პროექტის შეჩერებისკენ საფრანგეთიც მოუწოდებს, თუმცა ბერლინის გადაწყვეტილება უცვლელი რჩება. რუსეთი ერთადერთი გემით გაზსადენის გაყვანის სამუშაოებს ამ დროისთვის დანიის წყლებში აწარმოებს. საბოლოო ფაზა კი გერმანიის ტერიტორიულ წყლებში წარიმართება.

უკრაინა და ბატლიისპირეთი

ახალი გაზსადენის ამოქმედების შემთხვევაში ევროპა რუსეთზე უფრო მეტად დამოკიდებული გახდება პარალელურად, მნიშვნელოვან დანაკარგს განიცდის უკრაინა, რომელიც დღეს ევროპაში გაზის მთავარი სატრანზიტო ქვეყანაა. პროექტის დასრულების შემთხვევაში კი უკრაინა სტრატეგიულ ფუნქციას და დიდ საბიუჯეტო შემოსავალს კარგავს.

უკრაინის საგარეო საქმეთა მინისტრმა, დმიტრო კულებამ და პოლონეთის საგარეო საქმეთა მინისტრმა, ზბიგნიევ რაუმ, ერთობლივად მიმართეს ამერიკის პრეზიდენტ ჯო ბაიდენს. ისინი ბაიდენს ჩრდილოეთის ნაკადი 2-ის მშენებლობის შეჩერებაში დახმარებას სთხოვენ. პროექტს საგარეო საქმეთა მინისტრებმა „საშიში“ და „გამყოფი“ უწოდეს.

ამ დროისთვის, რუსულ გაზს 10-ზე მეტი ევროპული ქვეყანა იღებს, რაც პროცენტულად სრულად მოხმარებული ბუნებრივი აირის 40 პროცენტია. იმ შემთხვევაში, თუ ახალი გაზსადენის მშენებლობა დასრულდება, ევროპა რუსულ გაზზე უფრო მეტად დამოკიდებული გახდაბა, რაც ანალიტიკოსების აზრით სერიოზული პოლიტიკური იარაღი იქნება რუსეთის ხელში.

რუსეთვის „ჩრდილოეთ ნაკადი2“ როგორც ფინანსური ასევე გეოპოლიტიკური მნიშვნელობისაა. პრეოქტში მთავარი როლი რუსულ სახელმწიფო კომპანია „გაზპრომს“ უჭირავს, რომელიც თავის მხრივ რუსეთის ბიუჯეტს ავსებს, პროექტის დასრულების შემთხვევაში ევროპა მეტ გაზს, რუსეთი მეტ ფულს და კონტროლს მოიპოვებს.

მარტის ბოლოს არ არის გამორიცხული „ჩრდილოეთის ნაკადი 2“-ზე ამერიკის სახელმწიფო მდივან ენტონი ბლინკენსა და გერმანიის საგარეო საქმეთა მინისტრს შორის შეხვედრა შედგეს. არსებული ინფორმაციით, შესაძლოა შეხვედრა ნატოს მინისტერიალის პარალელურად გაიმართოს.

Facebook Forum

XS
SM
MD
LG