ბმულები ხელმისაწვდომობისთვის

მოლაპარაკება ბრიტანეთსა და სირიის ოპოზიციას შორის


ბრიტანეთის საგარეო საქმეთა მდივანი, უილიამ ჰეიგი (მარჯვნივ) და სირიის ოპოზიციის კოალიციის ლიდერი, მუაზ ალ-ხატიბი

ბრიტანეთს სურს კარგად გაერკვეს, თუ რა გეგმები აქვს სირიულ ოპოზიციას

ლონდონში დიდ ბრიტანეთსა და სირიის ოპოზიციას შორის მოლაპარაკება მიმდინარეობს. ჯგუფის ოფიციალურად აღიარებამდე ბრიტანეთს სურს კარგად გაერკვეს, თუ რა გეგმები აქვს სირიულ ოპოზიციას. ამის შესახებ ინფორმაციას ქვეყნის საგარეო საქმეთა მდივანთან ინტერვიუზე დაყრდნობით, ტელეკომპანია „ბი-ბი-სი“ ავრცელებს.

საგარეო უწყების ხელმძღვანელის, უილიამ ჰეიგის სურვილია პირველწყაროდან, სირიის ოპოზიციის ლიდერებისგან შეიტყოს, თუ რა დონის მხარდაჭერა აქვთ მათ სირიაში. ასევე აინტერესებს, აპირებს თუ არა ოპოზიცია მთავრობაში ქურთი უმცირესობების ჩართვას და დადებითი პასუხის შემთხვევაში, რა პოზიციებზეა საუბარი. საგარეო საქმეთა მდივნის თქმით, დიდი ბრიტანეთის საბოლოო გადაწყვეტილება სირიის ოპოზიციის აღიარების თაობაზე რამდენიმე დღეში იქნება მიღებული. როგორც ცნობილია, სირიის ოპოზიციის მიერ ახლად ჩამოყალიბებული კოალიცია ოთხშაბათს საფრანგეთმა და ხუთშაბათს თურქეთის ხელისუფლებამაც სცნო.
XS
SM
MD
LG