ბმულები ხელმისაწვდომობისთვის

აშშ სირიის ოპოზიციური კოალიციის აღიარებისგან თავს იკავებს


ვაშინგტნის განცხადებით, ჯგუფს ჯერ საკუთარი უპირატესობა არ დაუმტკიცებია

შეერთებული შტატები უარს ამბობს - სრულად აღიაროს სირიის ოპოზიციური კოალიცია და აცხადებს, რომ ჯგუფს ჯერ საკუთარი უპირატესობა არ დაუმტკიცებია.

როგორც შეერთებული შტატების სახელმწიფო მდივანი, ჰილარი კლინტონი აცხადებს, წინამორბედი ოპოზიციური ჯგუფი ისლამისტური მიდრეკილებებით გამოირჩეოდა, ამიტომაც სირიის ოპოზიციური კოალიციის შექმნა პოზიტიურ ნაბიჯად ფასდება, თუმცა, დისკრედიტრებული წარსულის გამო, ამ დაჯგუფების მიმართ ნდობა ნაკლებია.

ჰილარი კლინტონმა მოუწოდა სირიის ეროვნულ კოალიციას და რევოლუციურ ძალებს დოჰაში დასახული ამოცანების შესრულებაზე იზრუნონ და მიმდინარე მოვლენებზე ზეგავლენა მოახდინონ.

„ჩვენ ამ კარგ დასაწყისს მივესალმებით, თუმცა, გვსურს დაპირებებების შედეგებიც ვნახოთ. შეერთებული შტატები მზადაა ახალ ოპოზიციას გვერდში დაუდგეს და სირიელი ხალხის ნება საერთაშორისო საზოგადეობას გააცნოს,“ - აღნიშნა სახელმწიფო მდივანმა.
XS
SM
MD
LG