ის მსოფლიოს და რეგიონალურ ორგანიზაციებს მოუწოდებს აღიარონ სირიის გაერთიანებული ოპოზიცია, როგორც სირიელი ხალხის ლეგიტიმური წარმომადგენელი, თუმცა არ თქვა, რომ ოპოზიცია ქვეყნის ერთადერთი წარმომადგენელია.
არაბული ლიგის საგარეო საქმეთა მინისტრებმა ახალი კოალიცია ნაწილობრივ აღიარეს, მაგრამ პრეზიდენტი ბაშარ ალ ასადის მთავრობის დელეგიტიმაცია არ მოახდინეს. არაბული მედიის ცნობით, ალჟირის, ერაყის და ლიბანის საგარეო საქმეთა მინისტრებმა უარი განაცხადეს ასადის სრულ დელეგიმაციაზე.
ბრიტანეთის საგარეო საქმეთა მდივანმა, ვილიამ ჰეიგმა ოპოზიციის კოალიციის ჩამოყალიბებას მნიშვნელოვანი გარდატეხა უწოდა, მაგრამ აღნიშნა, რომ ვიდრე ბრიტანეთი ახალ კოალიციას პოლიტიკურ ძალად აღიარებს, მან ქვეყნის შიგნით მხარდამჭერების რაოდენობა მნიშვნელოვნად უნდა გაზარდოს.
„ჩვენ გვსურს, გავეცნოთ შეთანხმების დეტალებს და შემდეგ პრაქტიკაში დავაკვირდეთ ამ შეთანხმების პორობების განხორციელების პროცესს. სირიის ოპოზიცია გაერთიანდა, თუმცა, ჩვენ გვინდა ვნახოთ რამდენად მოახერხებს ის რაც შეიძლება მეტი ოპოზიციური ჯგუფის ჩართვას კოალიციაში და რამდენად შეძლებს ის ქვეყნის შიგნით ფართომასშტაბიანი მხარდაჭერის მოპოვებას. ეს ჩვენთვის ძალიან მნიშვნელოვანი ფაქტორი იქნება.“
ჰეიგმა და საფრანგეთის საგარეო საქმეთა მინისტრმა, ლორენ ფაბიუმ განაცხადეს, რომ მათი ქვეყნები კვლავ გააგრძელებენ ევროკავშირის მიერ დაწესებული სამხედრო ემბარგოს პირობების დაცვას, რაც იმას ნიშნავს, რომ საფრანგეთი და ბრიტანეთი სირიელ ამბოხებულებს იარაღს ვერ მიაწვდიან. ბრიტანეთისგან განსხვავებით, საფრანგეთი სირიის ოპოზიციის კოალიციას პოლიტიკურ ძალად აღიარებს.
სირიის ოპოზიციური ფრონტის თავმჯდომარე, მაათ ალ ხატიბი ევროკავშირს აღიარებას და ფინანსურ დახმარებას სთხოვს. ჯორჯ საბრა ხათიბის ერთ-ერთი მოადგილეა. ის აცხადებს, რომ ამბოხებულებს ყველაფერზე მეტად იარაღი სჭირდებათ:
„სირიის ოპოზიციას პური და ფული არ სჭირდება, მაგრამ ჩვენი შვილების დასაცავად, აუცილებლად გვესაჭიროება იარაღი. ასადის რეჟიმი შეიარაღებულია, მისი მოწინააღმდეგეები კი არა."
სირიის სამთავრობო ძალები აგრძელებენ ქალაქებზე საარტილერიო დარტყმას. უკანასკნელი რეიდის დროს ქალაქ რას ალ ეინში დიდი რაოდენობით მსხვერპლი და პანიკა გამოიწვია. ასევე, გრძელდება დამასკოს გარეუბნებზე საარტილერიო იერიშების მიტანა.
რიად კავაჯი ახლო აღმოსავლეთისა და სპარსეთის ყურის სამხედრო ანალიზის ინსტიტუტის წარმომადგენელია. ის ამბობს, რომ ამბოხებულები ნელი ტემპით ართმევენ მთავრობას მნიშვნელოვან პუნქტებს. თუმცა, სამთავრობო ძალებს დიდი უპირატესობა აქვთ საჰაერო რეიდებით. კავაჯი ამბობს, რომ არასაფრენი ზონის განხორციელება სამოქალაქო მსხვერპლის შემცირებას შეუწყობს ხელს:
„პატრიოტის ტიპის ანტისაჰაერო სისტემების საზღვრებთან დადგმა სირიის ტერიტორიაზე 50-60 კილომეტრის სიღრმეში გააკონტროლებს საფრენ ზონებს. ამ სარტყელში მოექცევა ალეპო, იდლიბი და რაქასა და ლატაკიის დიდი ნაწილები. სირიის ჩრდილოეთ საზღვართან პატრიოტების დაყენება არასაფრენი ზონის დაცვას შეუწყობს ხელს.“
ანალიტიკოსების თქმით, მთავრობას დაახლეობით 300 მოიერიშე თვითმფრინავი ჰყავს. მათი ნაწილი მოძველებული და გასარემონტებელია. გარდა ამისა, ასადს, სავარაუდოდ, 50 სამხედრო ვერტმფრენი ჰყავს. დანარჩენი ან გაფუძებულია ან მეამბოხეება შეძლეს მათი განადგურება.