ბმულები ხელმისაწვდომობისთვის

ოლანდი სირიის ოპოზიციას მხარდაჭერას უცხადებს


საფრანგეთმა სირიის ოპოზიციური კოალიცია ლეგიტიმურად ცნო

საფრანგეთი ევროპაში პირველი ქვეყანა გახდა, რომელმაც სირიის ახლად ჩამოყალიბებული ოპოზიციის კოალიცია ლეგიტიმურად ცნო და საჭიროების შემთხვევაში სამხედრო დახმარებაც აღუთქვა მას.

საფრანგეთის პრეზიდენტმა, ფრანსუა ოლანდმა განაცხადა, რომ სირიის გაერთიანებული ოპოზიცია მოსახლეობის ერთადერთი ლეგიტიმური წარმომადგენელია და იგი დემოკრატიული სირიის მომავალი მთავრობა გახდება.

ვაშინგტონში, სახელმწიფო მდივნის პრესმდივანმა, მარკ ტონერმა ოპოზიციური კოალიცია სირიელი ხალხის ლეგიტიმურ წარმომადგენლად ცნო. მან ასევ დასძინა, რომ შეერთებული შტატები დააკვირდება ორგანიზაციის სამომავლო ჩამოყალიბების პროცესს და ეფექტურობას.
XS
SM
MD
LG