ბმულები ხელმისაწვდომობისთვის

სირიის ოპოზიციური კოალიციის აღიარება


თურქეთის საგარეო საქმეთა მინისტრი, აჰმედ დავუთოღლუ და სირიის ეროვნული კოალიციის ხელმძღვანელი, მუაზ ალ-ხატიბი
თურქეთის საგარეო საქმეთა მინისტრი, აჰმედ დავუთოღლუ და სირიის ეროვნული კოალიციის ხელმძღვანელი, მუაზ ალ-ხატიბი

აჰმედ დავუთოღლუმ ოპოზიციას „სირიელი ხალხის კანონიერი წარმომადგენელი" უწოდა

სირიის ოპოზიციის ახლად ჩამოყალიბებული კოალიცია სულ უფრო მეტ აღიარებას იხვეჭს. ამჯერად კოალიცია თურქეთმა აღიარა. თურქეთის საგარეო საქმეთა მინისტრმა, აჰმედ დავუთოღლუმ ოპოზიციას „სირიელი ხალხის კანონიერი წარმომადგენელი" უწოდა.

კომენტარები ბატონმა დავუთოღლუმ ისლამური თანამშრომლობის ორგანიზაციის შეხვედრის შემდეგ გააკეთა. ერთი დღით ადრე დასავლური ქვეყნებიდან საფრანგეთი გახდა პირველი სახელმწიფო, რომელმაც კოალიციას მხარდაჭერა გამოუცხადა.

თავის მხრივ, აშშ-ის თავდაცვის მდივანმა, ლეონ პანეტამ განაცხადა, რომ ის მიესალმება თურქეთ-სირიის საზღვარზე რაკეტსაწინაღო სისტმების განლაგებას.
XS
SM
MD
LG