ბმულები ხელმისაწვდომობისთვის

პეტერბურგში მომხდარ აფეთქებაში 10 ადამიანი დაიღუპა 


რუსეთის ოფიციალური წყაროების ბოლო მონაცემებით, სანქტ-პეტერბურგის მეტროში მომხდარ აფეთქებაში, სულ ცოტა, 10 ადამიანი დაიღუპა და 50 დაშავდა. ინციდენტი დღეს სადგურ “სენნაიას მოედანზე” მოხდა, რის შემდეგაც რუსეთის სიდიდით მეორე ქალაქში მეტროს ყველა სადგური გაჩერდა და მგზავრების ევაკუაცია განხორციელდა.

მომხდართან დაკავშირებით მიმდინარეობს გამოძიება. რუსეთის პრეზიდენტის, ვლადიმირ პუტინის განცხადებით, რომელიც პეტერბურგში მედიის ყოველწლიურ ფორუმზე დასასწრებად იმყოფება, გამომძიებლები ყველა შესაძლო ვერსიას, მათ შორის, ტერორიზმსაც განიხილავენ.

უახლესი ინფორმაციით, რუსეთის გენერალური პროკურატურა მომხდარს ტერაქტის კვალიფიკაციას აძლევს. ამის შესახებ განცხადება ერთ-ერთ ტელეარხზე პროკურატურის წარმომადგენელმა ალექსანდერ კურენნოიმ გააკეთა.

Facebook Forum

XS
SM
MD
LG