ბმულები ხელმისაწვდომობისთვის

22 ადამიანი დაიღუპა პაკისტანში მომხდარი აფეთქებისას


პაკისტანის ოფიციალური წყაროების ცნობით, ავღანეთის საზღვართან მომხდარ ძლიერ აფეთქებაში სულ ცოტა, 22 ადამიანი დაიღუპა. დაშავებულთა რაოდენობა 50-ს აღემატება. თვითმხილველების ჩვენებების მიხედვით, აფეთქება დღეს შიიტების ქალთა სამლოცველოს შესასვლელთან მოხდა.

ჯერჯერობით უცნობია, იყო თუ არა ეს თვითმკვლელი ტერორისტის მიერ მოწყობილი აქტი, თუ ბომბი მანქანაში იყო დამონტაჟებული და მისი დეტონაცია დისტანციური მართვით მოხდა. აფეთქებაზე პასუხისმგებლობა ადგილობრივმა ანტიპაკისტანელი თალიბების სამხედრო დაჯგუფებამ აიღო.

Facebook Forum

XS
SM
MD
LG