ბმულები ხელმისაწვდომობისთვის

რობერტ კენედის მკვლელობიდან 50 წელი გავიდა


50 წლის წინ, კალიფორნიის წინასწარ არჩევნებში გამარჯვებიდან სულ რამდენიმე წუთის შემდეგ, შეერთებული შტატების საპრეზიდენტო კანდიდატ რობერტ კენედის ესროლეს და სასიკვდილოდ დაჭრეს. ბევრს მიაჩნდა, რომ იმ არჩევნებში გამარჯვებამ, რობერტ კენედის საკუთარი პარტიისგან კანდიდატად წარდგენის გზა გაუხსნა.

სამოქალაქო მოძრაობის ლიდერის - მარტინ ლუთერ კინგის მკვლელობიდან ორი თვის შემდეგ მისმა მკვლელობამ ერს ისეთი ჭრილობა მიაყენა, რომელიც 50 წლის შემდეგაც არ განკურნებულა.

მაშინ, რობერტ კენედიმ ბევრ ამერიკელს იმედის ნაპერწკალი გაუჩინა. მკვლელობამდე ორი თვით ადრე მან საპრეზიდენტო არჩევნებში მონაწილეობა გადაწყვიტა.

კენედის გეგმები და პოლიტიკური კარიერა 1968 წლის 6 ივნისს ტრაგიკულად დასრულდა.

Facebook Forum

XS
SM
MD
LG