ბმულები ხელმისაწვდომობისთვის

კენედის დაბადებიდან 100 და მკვლელობიდან 54 წელი გავიდა


პრეზიდენტ ჯონ ფიცჯერალდ კენედის დაბადებიდან 100 წლისთავისადმი მიძღვნილი ღონისძიებები დასასრულს უახლოვდება. დღეს კი მისი მკვლელობიდან 54 წელი გავიდა.

მასაჩუსეტსის შტატის ქალაქ ბრუკლინში, სადაც კენედიმ ბავშვობა გაატარა, დღეს მის ხსოვნას პატივს მიაგებენ. სახლის მახლობლად გაიმართება სამხედრო ზალპიც.

პრეზიდენტი ჯონ კენედი 1963 წლის 22 ნოემბერს ტეხასის შტატის ქალაქ დალასში ცეცხსასროლი იარაღით მოკლეს.

შეერთებული შტატების 35-ე პრეზიდენტი ბოსტონის გარეუბანში 1917 წლის 29 მაისს დაიბადა. კენედის ხსოვნისადმი და მემკვიდრეობისადმი მიძღვნილი ღონისძიებები წელს, მთელი წლის განმავლობაში იმართებოდა.

Facebook Forum

XS
SM
MD
LG