ბმულები ხელმისაწვდომობისთვის

ბარაკ ობამა: ჯონ კენედი არაორდინალური სახელმწიფო მოხელე იყო


კენედი პრეზიდენტობის პირველი ვადის მესამე წელს ტეხასის შტატის ქალაქ დალასში გამოასალმეს სიცოცხლეს

დღეს, პრეზიდენტ ჯონ ფიცჯერალდ კენედის მკვლელობიდან ორმოცდამეათე წლისთავი აღინიშნება. ამ თარიღს ამერიკელები მემორიალური ცერემონიებითა და წუთიერი დუმილით მიაგებენ პატივს.

კენედი პრეზიდენტობის პირველი ვადის მესამე წელს ტეხასის შტატის ქალაქ დალასში გამოასალმეს სიცოცხლეს.

ამერიკის შეერთებული შტატების მთელ ტერიტორიაზე პრეზიდენტმა ბარაკ ობამამ დროშების დაშვება ბრძანა.

პრეზიდენტმა ობამამ კენედი „არაორდინალურ სახელმწიფო მოხელედ“ მოიხსენია, რომელიც მისი სიტყვებით, ფართო ხედვით და საღი იდეალიზმით სულდგმულებდა.

ბარაკ ობამამ ჯონ კენედის საფლავი არლინგტონის ეროვნულ სასაფლაოზე გვირგვინით ოთხშაბათს შეამკო.
XS
SM
MD
LG