ბმულები ხელმისაწვდომობისთვის

რომის პაპი შესაძლოა რუსეთის პატრიარქს შეხვდეს


რომის პაპ ფრანცისკეს ხელში უკრაინის დროშა უჭირავს, რომელიც მას ქალაქი ბუჩადან ჩაუტანეს, ვატიკანი, 2022 წლის 6 აპრილი
რომის პაპ ფრანცისკეს ხელში უკრაინის დროშა უჭირავს, რომელიც მას ქალაქი ბუჩადან ჩაუტანეს, ვატიკანი, 2022 წლის 6 აპრილი

ყაზახეთში, სადაც სექტემბერში რელიგიური ლიდერები უნდა შეიკრიბონ, შესაძლოა რომის პაპსა და რუსეთის პატრიარქს შორის შეხვედრა გაიმართოს. ვატიკანის მიერ გავრცელებულ განცხადებაში ნათქვამია, რომ მთავარი სასაუბრო თემა უკრაინაში რუსეთის ომი იქნება.

რომის პაპმა ფრანცისკემ ბოლო რამდენიმე ინტერვიუში თქვა, რომ მას აქვს პატრიარქ კირილთან შეხვედრის სურვილი. კირილი მხარს უჭერს რუსეთის ომს უკრაინაში, რის გამოც დიდმა ბრიტანეთმა მას სანქციები დაუწესა. ევროკავშირის ინიციატივა, რომელიც რუსული ეკლესიის წარმომადგენლებზე სანქციების დაწესებას ისახავდა მიზნად, უნგრეთმა დაბლოკა.

უკრაინაში რუსეთის ომს გმობს რომის პაპი, რომლის მკაფიო და მკვეთრმა განცხადებებმა რუსეთის საპატრიარქოში დიდი ვნებათაღელვა გამოიწვია. პაპი ფრანცისკე, რუსეთს ექსპანსიონიზმში და იმპერიალიზმში ადანაშაულებს. მას მიაჩნია, რომ უკრაინაში რუსული ომი „სასტიკი და უაზრო აგრესიაა“.

მედიაში გავრცელდა ინფორმაცია, რომ რომის პაპსა და რუსეთის პატრიარქს შორის შეხვედრა იერუსალიმში, 14 ივნისსაც იგეგმებოდა, თუმცა ვატიკანმა დიპლომატების რჩევით შეხვედრა გააუქმა.

რომის პაპი ფრანცისკე, ყაზახეთში ჩასვლას 13-15 სექტემბერს გეგმავს, სადაც ის მონაწილეობას მიიღებს მსოფლიო და ტრადიციული რელიგიების ლიდერთა VII-ე კონგრესში.

თუ პაპსა და რუსეთის პატრიარქს შორის ყაზახეთში შეხვედრა გაიმართება, ეს იქნება მათი მეორე შეხვედრა. ორ რელიგიურ ლიდერს შორის პირველი და ისტორიული შეხვედრა 2019 წელს კუბაში გაიმართა.

რომის პაპმა სააგენტო „როიტერთან“ საუბრის დროს კიევსა და მოსკოვში ჩასვლის სურვილი გამოთქვა მშვიდობის დამყარებაში საკუთარი წვლილის შესატანად.

Facebook Forum

ამავე თემაზე

XS
SM
MD
LG