ბმულები ხელმისაწვდომობისთვის

რომის პაპი გმობს რუსეთის „სისასტიკეს“ უკრაინაში


რომის პაპი, რუსეთის მიერ უკრაინაში წამოწყებულ ომს აკრიტიკებს და ამბობს, რომ ის, რასაც რუსი ჯარისკაცები მეზობელ ქვეყანაში ჩადიან არის სასტიკი და ბოროტი ქმედება. სასულიერო ლიდერის თქმით, რუსეთის შეჭრა უკრაინაში არღვევს ქვეყნის თვითგამორკვევის უფლებას.

იეზუიტური მედიის წარმომადგენლებთან საუბრის დროს, რომის პაპმა შეაქო "მამაცი" უკრაინელები გადარჩენისთვის ბრძოლაში. თუმცა, მან ასევე თქვა, რომ სიტუაცია მხოლოდ შავ-თეთრი არაა და შესაძლოა, ომი "გარკვეულწილად პროვოცირებული იყო". მას არ დაუდასტურებია თუ კონკრეტულად რას გულისხმობს.

მიუხედავად იმისა, რომ პაპმა დაგმო "რუსული ჯარის სისასტიკე და დაუნდობლობა", ასევე თქვა, რომ "ჩვენ არ უნდა დავივიწყოთ რეალური პრობლემები, თუკი მათი გადაჭრა გვინდა",- თქვა რომის პაპმა. მან, ფაქტების დამოწმების გარეშე აღნიშნა, რომ იარაღით ვაჭრობის ინდუსტრია ერთ-ერთია იმ ფაქტორებს შორის, რაც ომის წარმოქმნას ხელს უწყობს.

"ნამდვილად მინდა, რომ ხაზი გავუსვა უკრაინელი ხალხის გმირობას. ის, რასაც ჩვენ ახლა ვხედავთ არის მსოფლიო ომის სიტუაცია, გლობალური ინტერესების, იარაღის გაყიდვის და გეოპოლიტიკური გადანაწილების მცდელობა, რომელიც გმირ ხალხს აწამებს და ტანჯავს",- თქვა ინტერვიუს დროს რომის პაპმა.

"მართალია ისიც, რომ რუსებს ეგონათ ყველაფერი ერთ კვირაში დასრულდებოდა. მათ კი მამაცი ხალხი დახვდათ",- დასძინა მან.

XS
SM
MD
LG