ბმულები ხელმისაწვდომობისთვის

"უფლის წყალობით გვაქვს ვაქცინები" - რომის პაპი ხალხს ვაქცინაციისკენ მოუწოდებს


„უფლის წყალობით და მრავალი ადამიანის შრომის წყალობით, ჩვენ ახლა გვაქვს ვაქცინები, რომლებიც კოვიდ-19-სგან დაგვიცავს“ - აცხადებს რომის პაპი ფრანცისკე ვიდეომიმართვაში და ხალხს მოუწოდებს, კოვიდ-19-ის წინააღმდეგ აიცრას.

„ისინი ჩვენ პანდემიის დასრულების იმედს გვაძლევენ, მაგრამ მხოლოდ იმ შემთხვევაში, თუ ყველასთვის ხელმისაწვდომი იქნება და თუ ერთად ვიმუშავებთ“ - აცხადებს პაპი ფრანცისკე.

ვაქცინები ფართოდ ხელმისაწვდომია მდიდარ ქვეყნებში, მაგრამ უნდობლობისა და ყოყმანის ფონზე, ადამიანთა ნაწილი იმუნიზაციაზე უარს ამბობს, რაც მათ დელტა ვარიანტის გავრცელებასთან ერთად, განსაკუთრებით დაუცველს ხდის.

მედიცინის ექსპერტები ამბობენ, რომ თუ არავაქცინირებულ ადამიანებში ვირუსი ცირკულაციას განაგრძობს, შესაძლოა კორონავირუსის კიდევ უფრო საშიში ვარიანტები განვითარდეს.

თავად რომის პაპი მარტში აიცრა და თქვა, რომ ეს ყველას მორალური ვალდებულებაა.

„ვაქცინაცია მარტივი, მაგრამ ღრმა გზაა, საერთო სიკეთისთვის და ერთმანეთზე ზრუნვისთვის. განსაკუთრებით მათზე ზრუნვისთვის, ვინც ყველაზე მეტად დაუცველია“ - აცხადებს პაპი.

პაპის ვიდეომიმართვას, ამერიკული არასამთავრობო ორგანიზაცია „Ad Council”-ისა და საზოგადოებრივი ჯანდაცვის კოალიცია „COVID Collaborative” ავრცელებს. მათი ინფორომაციით, კამპანია გაგრძელდება.

Facebook Forum

XS
SM
MD
LG