ბმულები ხელმისაწვდომობისთვის

პაპმა რომის პედიატრიულ საავადმყოფოში უკრაინელი ბავშვები მოინახულა


რომის პაპი ფრანცისკე ბავშვთა საავადმყოფოში უკრაინელ ბავშვებს ესტუმრა. 19 მარტი, 2022 წელი
რომის პაპი ფრანცისკე ბავშვთა საავადმყოფოში უკრაინელ ბავშვებს ესტუმრა. 19 მარტი, 2022 წელი

რომის პაპმა ფრანცისკემ შაბათს რომის ბამბინო გესუს ბავშვთა საავადმყოფოში 19 უკრაინელი ლტოლვილი ბავშვი მოინახულა.

იტალიის საავადმყოფოში ონკოლოგიური და ნევროლოგიური დაავადებების მქონე ბავშვებს მკურნალობენ. ამავე საავადმყოფოში, ჭურვების აფეთქებების შედეგად მიღებული მძიმე დაზიანებების მქონე უკრაინელი ბავშვებიც იმყოფებიან, განაცხადა ვატიკანის პრესსპიკერმა მატეო ბრუნიმ.

„პაპი ოთახებში შევიდა და ყველა პატარას ეწვია", ნათქვამია ვატიკანის განცხადებაში.

ვატიკანის ცნობით, რუსეთის უკრაინაში შეჭრის შემდეგ ამ საავადმყოფოში 50-მა უკრაინელმა ლტოლვილმა ბავშვმა გაიარა მკურნალობა.

XS
SM
MD
LG