ბმულები ხელმისაწვდომობისთვის

პომპეომ რუსეთს ვენესუელაში სამხედრო პერსონალის გაგზავნის შეწყვეტისკენ მოუწოდა


ამერიკის სახელმწიფო მდივანმა მაიკ პომპეომ დღეს რუსეთის საგარეო საქმეთა მინისტრ სერგეი ლავროვს დაურეკა. საუბრის თემა ვენესუელაში შექმნილი სიტუაცია იყო.

სახელმწიფო დეპარტამენტის წარმომადგენლის მოადგილე რობერტ პალადინომ განაცხადა, რომ „სახელმწიფო მდივანმა რუსეთის საგარეო საქმეთა მინისტრ ლავროვს უთხრა, რომ შეერთებული შტატები და რეგიონული ქვეყნები უმოქმედოდ არ იდგებიან გვერდზე მაშინ, როცა რუსეთი ვენესუელაში დაპირისპირებას აღრმავებს."

"რუსეთის მიერ სამხედრო პერსონალის უწყვეტი გაგზავნა ვენესუელაში ნიკოლას მადუროს არალეგიტიმური რეჟიმის მხარდასაჭერად ქმნის რისკს გახანგრძლივდეს ვენესუელელი ხალხის ტანჯვა, რომლის დიდი ნაწილიც დროებით პრეზიდენტ ხუან გუაიდოს უჭერს მხარს,“ უთხრა პომპეომ ლავროვს.

სახელმწიფო მდივანმა რუსეთს მოუწოდა შეწყვიტოს „არაკონსტრუქციული საქციელი და შეუერთდეს სხვა ქვეყნებს,“ რომლებსაც ვენესუელელი ხალსიხთვის უკეთესი მომავალი სურთ.

Facebook Forum

XS
SM
MD
LG