ოპოზიცია აცხადებს, რომ ვენესუელაში დაზვერვის აგენტებმა დააკავეს რობერტო მარერო. ის დროებითი პრეზიდენტის ხუან გუაიდოს მარჯვენა ხელია, მისი აპარატის თავმჯდომარე.
გავრცელებული ინფორმაციით, რობერტო მარერო ღამით, მის სახლში ჩატარებული რეიდის შემდეგ აიყვანეს. ღამითვე გაჩხრიკეს კიდევ ერთი ოპოზიციონერის სერჯიო ვერგარას სახლი. თუმცა, იქ არავინ დაუკავებიათ.
"მის შესახებ არაფერი ვიცით" - დაწერა დღეს დილით დროებითმა პრეზიდენტმა ხუან გუაიდომ სოციალურ ქსელ "ტვიტერზე". "ის სასწრაფოდ უნდა გათავისუფლებულ იქნას" - აცხადებს გუაიდო.
ინფორმაციას შეერთებული შტატების სახელმწიფო მდივანი მაშინვე გამოეხმაურა. მაიკ პომპეომ მარეროს დაკავება დაგმო, მისი დაუყოვნებლივ გათავისუფლება მოითხოვა და განაცხადა, რომ "დამნაშავეები დაისჯებიან".
Facebook Forum