ბმულები ხელმისაწვდომობისთვის

პალესტინის ლიდერი აშშ-ს გაფრთხილებას უგზავნის


პალესტინის ავტონომიის ლიდერი მაჰმუდ აბასი აფრთხილებს ამეირკის პრეზიდენტ ბარაკ ობამას, რომ პალესტინელები ისრაელთან სამშვიდობო მოლაპარაკებებს გაეთიშებიან, თუკი ებრაული სახელმწიფო სამოსახლოების მშენებლობას კვლავ გაააქტიურებს მდინარე იორდანეს ოკუპირებული დასავლეთ ნაპირის გასწვრივ.

პალესტინური მხარის მთავარმა მომლაპარაკებელმა საებ ერეკატმა დღეს ჟურნალისტებს ქალაქ რამალაში განუცხადა, რომ მაჰმუდ აბასმა საგანგებო წერილი გაუგზავნა პრეზიდენტ ობამას, სადაც ხაზგასმითაა ნაქვამი, რომ ისრაელის მიერ სამოსახლოების მშენებლობის განახლება სამშივდობო მოლაპარაკებებს ჩააგდებს.

შეგახსენებთ, რომ ორ სექტემბერს ვაშნგტონში იგეგმება უმაღლესი დონის მონაწილეებისგან შემდგარი სამშვიდობო მოლაპარაკებები, რომლის მთავარი მიზანია ახლო აღმოსავლეთში სიტუაციის საბოლოო დარეგულირება.

XS
SM
MD
LG