ბმულები ხელმისაწვდომობისთვის

ისრაელი პალესტინასთან პირდაპირ მოლაპარაკებას ითხოვს


შიმონ პერესი ეგვიპტეში ჩადის

ისრაელის არმიამ ღაზას სექტორში მორიგი სპეცოპერაცია განახორციელა. ამჯერად სამხედრო თვითმფრინავების სამიზნე ის ორი საიდუმლო გვირაბი გახდა, საიდანაც ღაზაში იარაღის კონტრაბანდა ხდება. ისრაელის ორმა სამხედრო თვითმფრინავმა გვირაბებზე შეტევა მას შემდეგ მიიტანა, რაც იქიდან ისრაელის საზღვრის მიმართულებით „ქასამის“ ტიპის რაკეტა გაუშვეს. ღაზაში გამაგრებული პალესტინელების განცხადებით, საჰაერო თავდასხმამ მართალია ზარალი გამოიწვია, თუმცა მსხვერპლი არ მოჰყოლია. ისრაელის პრემიერ-მინისტრმა ბენიამინ ნეთანიაჰუმ მინისტრთა კაბინეტის სხდომაზე განაცხადა, რომ ძალადობაზე პასუხისმგებლობა პალესტინურ დაჯგუფება „ჰამასს“ ეკისრება. დღესვე, ისრაელის პრეზიდენტი შეიმონ პერესი ეგვიპტეში გაემგზავრა, სადაც ეგვიპტის ლიდერს ჰოსნი მუბარაქს შეხვდება. ისრაელის მხარე პალესტინელებთან პირდაპირი მოლაპარაკების დაწყებას ითხოვს. როგორც პალესტინის ოფიციალური პირები იუწყებიან, შეერთებული შტატების პრეზიდენტმა ბარაკ ობამამ წერილი გაუგზავნა პალესტინის ლიდერს მაჰმუდ აბასს. თეთრი სახლის მესვეური აცხადებს, რომ თუ პალესტინა ისრაელთან პირდაპირ მოლაპარაკებებზე უარს იტყვის, ამით შესაძლოა ამერიკა-პალესტინის ურთიერთობები დაზარალდეს.

XS
SM
MD
LG