ბმულები ხელმისაწვდომობისთვის

მშვიდობა ახლო აღმოსავლეთში ახალი მთავრობის პრიორიტეტია


როგორც თავის საინაუგურაციო სიტყვაში აშშ-ის პრეზიდენტმა ბარკ ობამამ აღნიშნა მუსლიმანურ სამყაროსთან ახალი ადმინისტრაციის ურთიერთობები წარიმართება ურთიერთპატივისცემით. მისი მთავარი გზავნილი მსოფლიოსთვის ამ გამოსვლის დროს იყო ის, რომ საერთაშორისო პოლიტიკა ზოგადად და კერძოდ მშვიდობა ახლო აღმოსავლეთში ახალი მთავრობის პრიორიტეტია. თეთრ სახლში მოსვლისთანავე მან განაცხადა გუანტანამოს სამხედრო ციხის დახურვის შესახებ, ბარაკ ობამამ პირველი სატელეფონო ზარი პალესტინის პრეზიდენტთან მაჰმუდ აბასთან გააკეთა, დანიშნა და გააგზავნა აშშ-ის წარგზავნილი ახლო აღმოსავლეთში ჯორჯ მიჩელი, მოუწოდა ირანს დიალოგისკენ და თავისი პირველი სატელევიზიო ინტერვიუ დუბაის ტელევიზიას ალ არაბიას მისცა.

პრეზიდენტ ობამამ განაცხადა, რომ პალესტინა-ისრაელის კონფლიქტი უნდა განიხილებოდეს როგორც ერთ-ერთი რთული საკითხი, რომელიც სცდება თავად კონფლიქტის ფარგლებს. ჩემის აზრით შეუძლებელია განიხილებოდეს ცალკე ისრაელ-პალესტინის საკითხი და არ მივიღოთ მხედველობაში სირია და ირანი,ან ლიბანი, პაკისტანი და ავღანეთი, განაცხადა ობამამ. ვფიქრობ რომ სავსებით შესაძლებელია პალესტინის სახელმწიფოს შექმნა, სადაც ხალხს შეეძლება თავისუფლად გადაადგილება, შეიქმნება სახვადასხვა ქვეყნებთან ვაჭრობის პირობები რაც გამოიწვევს ბიზნეზისა განვითარებას, ეს უკანასკნელი კი ხალხის საკეთილდღეოდ მოხდება. დასძნა აშშ-ის პრეზიდენტმა.

სამშვიდობო პროცესის აღმავლობა სწრაფად არ მოხდება, საჭირო იქნება მოთმინება და ურთიერთშეთანხმებული მუშაობა ოთხეულს შორის, რომელიც გაეროს, ევროკავშირს , რუსეთსა და აშშ-ს გულისხმობს. თავის მხრივ ეს გამოცდა იქნება თავად არაბული ქვეყნებისთვისაც .შეძლებენ თუ არა ისინი უფრო ვრცელიპრობლემების გადაჭრას , რომელიც ახლო აღმოსავლეთის წინაშე დგას. მნიშვნელოვანია ის ფაქტიც რამდენად მოახერხებენ ისრაელი და პალესტინა მიუსხდნენ მოლაპარაკებების მაგიდას და მიაღწიონ შეთანხმებას.

ჩვენ არ შეგვიძლია მიუთითოთ თითოეულ მათგანს თუ რა არის მათთვის საუკეთესო. გადაწყვეტილება მათივე მისაღებია. მაგრამ ჩემის აზრით დრო მომწიფდა ორივე მხარისთვის , რათა გაანალიზონ რომ იმ გზაზე რომელზეც ისინი დგანან ისრაელისა და პალესტინის ხალხს უსაფრთხოების შეგრძნებასა და კეთილდღეობას არ მოუტანს, ეხლა დროა ურვე მხარე მოლაპარაკებების მაგიდას მიუსხდეს.დასძინა ბარაკ ობამამ.


XS
SM
MD
LG