ბმულები ხელმისაწვდომობისთვის

პალესტინელებსა და ისრაელის სამხედროებს შორის შეტაკებები გახშირდა


დაძაბულობამ იორდანეს დასავლეთ სანაპიროზე და აღმოსავლეთ იერუსალიმში ბოლო რამდენიმე კვირის მანძილზე განსაკუთრებით იმატა. პალესტინელებსა და ისრაელის სამხედრო ნაწილებს შორის შეტაკებები გახშირდა. ამის მიზეზი კი ისრაელის გადაწყვეტილებაა, რომელიც იორდანეს დასავლეთ სანაპიროზე ახალი ებრაული დასახლების შექმნას ითვალისწინებს. პალესტინლების აზრით, ეს ნაბიჯი მიმართულია იმ ტერიტორიაზე კონტროლის გასაძლიერებლად, რომელსაც პალესტინელები საკუთარ სამშობლოდ და სახელმწიფოდ მოიაზრებენ და რომლისთვისაც უკვე ათწლეულებია ბრძოლა გრძელდება.

ახლო აღმოსავლეთში მშვიდობის დამყარებისთვის შექმნილმა საერთაშორისო ოთხეულმა მკაცრად დაგმო ისრაელის გადაწყვეტილება აღმოსავლეთ იერუსალიმში ახალი ებრაული დასახლების შექმქნის შესახებ, რომლის ფარგლებშიც 1600 სახლი უნდა აშენდეს .

ოთხეულის შემადგენლობაში შეერთებული შტატები, რუსეთი, გაერო და ევროკავშირი შედიან. რეგიონში მათი სპეციალური წარმომადგენელი კი დიდი ბრიტანეთის ყოფილი პრემიერ-მინისტრი ტონი ბლერია. მან პალესტინას და ისრაელს თავშეკავებისკენ და სამშვიდბო შეთანხმებისკენ მოუწოდა.

„მოსახლეობისთვის მთავარია იცოდენ, რომ არ გადადგან ისეთი ნაბიჯები რაც ხელს შეუშლის და ჩაშლის ჩვენ მცდელობას, რომელიც დაპირსპირებული მხარეების დიალოგის მაგიდასთან დასმას ისახავს მიზნად, სადაც მათ უნდა ისაუბრონ, მოილაპარაკონ და მიაღწიონ შეთანხმებას." განაცხადა ტონი ბლერმა.

შეერთებული შტატები სამშვიდობო პროცესის ხელახლა დაწყებას ცდილობს, თუმცა ამას ისრაელის მიერ ახალი დასახლების შექმნის მცდელობა უშლის ხელს.

ბატონი ბლერის თქმით, ორივე მხარემ თავი უნდა შეიკავოს ისეთი ნაბიჯებისგან რაც მოლაპარაკებას და სამშვიდობო პროცესის განახლებას ძირს უთხრის.

„მე ვფიქრობ, რომ ნებისმიერი რამ, რაც მეორე მხარის უნდობლობას და მოლაპარაკების პროცესის სურვილი დაკარგვას იწვევს, წარმოადგენს პრობლემას და სწორედ ამიტომაა რომ ამ დასახლების შექმნაზე ეს დებატები მიმიდნარეობს. თავის მხრივ, პალესტინელებმაც უნდა გადადგან ისეთი ნაბიჯები რაც დაარწმუნებს ყველას, რომ ისინი ზრუნავენ უსაფრთხოებაზე და არ დაიწყებენ ისეთ მოქმედებას, რაც ისრაელს მის წინააღმდეგ მიმართულ ძალადობაზე აფიქრინებინებს."

განაცხადა ბლერმა.

ის პალესტინა-ისრალეის საკითხზე უკვე სამი წელია მუშოაბს და მის მიზანს პალესტინის ეკონომიკის და პალესტინური ინსტიტუტების გაძლიერებისთვის ხელშეწყობა წარმოადგენს.

დიდი ბრიტანეთის პრემიერის თანამდებობაზე ყოფნის დროს, ტონი ბლერს ხშირად და მწვავედ აკრიტიკებდნენ შეერთებული შტატების იმჟამინდელ პრეზიდენტ ჯორჯ ბუშთან მჭიდრო კავშირის გამო.

მან თავის დროზე თანხმობა განაცხადა ბრიტანული ჯარების ერაყსა და ავღანეთში გაგზავნაზე და ამჯერადაც მტკიცედ იცავს ამ პოზიციას. მისი თქმით, ამ ომებიდან მიღებული გაკვეთილი ისაა, რომ ექსტრემიზმის წინააღდმეგ ბრძოლა საკმაოდ რთულია და მას მტკიცე მოთმინება და დრო ესაჭიროება.

XS
SM
MD
LG