ბმულები ხელმისაწვდომობისთვის

დიპლომატიური დაძაბულობა ამერიკას და პაკისტანს შორის


ისლამაბადის საერთაშორისო აეროპორტი
ისლამაბადის საერთაშორისო აეროპორტი

პაკისტანმა შეერთებული შტატების საელჩოს თავდაცვის ატაშეს ქვეყნის დატოვება აუკრძალა. ამერიკელი დიპლომატის საქმე ფატალური საგზაო ავარიის გამო, ადგილობრივ სასამართლოს გადასცეს.

ოფიციალური წყაროებით, 7 აპრილს პოლკოვნიკი ჯოზეფ ემანუელ ჰოლი, რომელიც საელჩოს მანქანას მართავდა, მოტოციკლს დაეჯახა და მასზე მჯდომი 22 წლის ბიჭი მოკლა. დაშავებულია მოტოციკლზე მჯდომი მეორე ადამიანი.

პაკისტანის გენერალური პროკურორი რაჯა ხალიდი აცხადებს, რომ პოლკოვნიკის გვარი პაკისტანის ე.წ. შავ სიაშია შეყვანილი, რათა მას ქვეყნის დატოვების საშუალება არ მიეცეს. გაფრთხილებულია ყველა ახლომდებარე აეროპორტიც.

დიპლომატებს სასამართლო პროცესისგან და თავისუფლების აღკვეთისგან ვენის კონვენციით მინიჭებული იმუნიტეტი იცავს. პოლკოვნიკ ჰოლის გასამართლება მხოლოდ იმ შემთხვევაში შეიძლება, თუკი შეერთებული შტატები მას დიპლომატიურ იმუნიტეტს მოუხსნის.

Facebook Forum

XS
SM
MD
LG