ბმულები ხელმისაწვდომობისთვის

პაკისტანში მომიტინგეებმა თალიბანის შენობები დაწვეს


სამშაბათს, პაკისტანის ხიბერ პახტუნხვას პროვინციაში, განრისხებული დემონსტრანტები თალიბანის ოფისებში შეიჭრნენ. ისინი სამხრეთ ვაზირისტანის რეგიონში უნივერსიტეტის სტუდენტის მკვლელობას აპროტესტებდნენ, რაც, სავარაუდოდ, ამ შეიარაღებულმა დაჯგუფებამ ჩაიდინა.

დემონსტრანტები, სულ ცოტა, ორ შენობას დაესხნენ თავს, რომელიც გავრცელებულ ინფორმაციაზე დაყრდნობით, თალიბანს ეკავა. შენობასთან ერთად, დემონსტრანტებმა დაჯგუფების კუთვნილ რამდენიმე ავტომანქანასაც წაუკიდეს ცეცხლი.

შენობებში მყოფმა თალიბანის წევრებმა გაქცევა მოახერხეს.

პოლიციამ განაცხადა, რომ კრიმინალური გამოძიება მიმდინარეობს და იმ ადგილობრივების წინააღმდეგ, რომლებმაც მართლმსაჯულება საკუთარ ხელში აიღეს და შენობებს ცეცხლი წაუკიდეს, სამართლებრივი ზომები იქნება მიღებული.

Facebook Forum

XS
SM
MD
LG