ბმულები ხელმისაწვდომობისთვის

ობამა მექსიკაში ჩადის


მთავარი საკითხი ორი ქვეყნის ეკონომიკური კავშირები იქნება

შტატების პრეზიდენტი მექსიკაში ჩადის. ვიზიტის მთავარი მიზანი შეერთებული შტატების საიმიგრაციო რეფორმასთან დაკავშირებული საკითხები და სავაჭრო კავშირების გაღრმავებაა. ასევე მხარეები განიხილავენ ნარკობიზნესთან ბრძოლის და უსაფრთხოების სხვა ასპექტებს. შეერთებული შტატების პრეზიდენტი მექსიკის ლიდერს ენრიკე პენა ნიეტოს შეხვდება.
ტიზერი
„დიდი ყურადღება დაეთმობა ეკონომიკას. ჩვენ დიდ ყურადრებას ვუთმობთ უსაფრთხოების საკითხებს ამერიკას და მექსიკას შორის და ზოგჯერ გვავიწყდება ის უზარმაზარი სავაჭრო პასუხისმგებლობა რაც ორ ქვეყანას შორის არსებობს. გვინდა ვნახოთ, თუ როგორ შეგვიძლია მისი კიდევ უფრო გაღრმავება,“- განაცხადა პრეზიდენტმა ობამამ.
XS
SM
MD
LG