ბმულები ხელმისაწვდომობისთვის

ბარაკ ობამა სეკვესტრის წინააღმდეგ


პრეზიდენტის განცხადებით, სამთავრობო დანახარჯების შეკვეცა ეკონომიკას აზარალებს

შეერთებული შტატების პრეზიდენტის განცხადებით, სამთავრობო დანახარჯების შეკვეცა, რომელიც მარტიდან შევიდა ძალაში, ამერიკის ეკონომიკას დიდი ზიანს აყენებს. საბიუჯეტო სეკვესტრი პრეზიდენტის და რესპუბლიკელი კონგრესმენების შეუთანხმებლობამ გამოიწვია. ამის შედეგად ავტომატურად განხორციელდა სამთავრობო პროგრამების შეკვეცები და თანამშრომელთა ვადაზე ადრე დათხოვნა. გუშინ გამართულ პრესკონფერენციაზე, პრეზიდენტმა ობამამ განაცხადა, რომ კონგრესმენები მას სეკვესტრის შედეგების გაზვიადებას აბრალებენ.
„ამით შეჩერდა ეკონომიკური ზრდა. ამან გამოიწვია ადამიანთა გამოყრა სამსახურებიდან და ეს მოსახლეობას მთელ ქვეყანაში დიდ ზიანს აყენებს,“ - განაცხადა ბარაკ ობამამ.
XS
SM
MD
LG