ბმულები ხელმისაწვდომობისთვის

ნორვეგიაში ანდერს ბრეივიკის გახმაურებული საქმის განხილვა გრძელდება. მას ბრალი გასული წლის ივლისში 77 ადამიანის მკვლელობაში ედება.

სასამართლოს მსვლელობის მე-3 დღეს ბრეივიკმა პროკურორის საქციელის გამო აღშფოთება გამოხატა. ეჭვმიტანილის თქმით ის ტამპლიერთა ორდენის შთამომავალია, პროკურორი კი ჯგუფის რეალურად არსებობას ეჭვქვეშ აყენებს. ბრეივიკი მოითხოვს, რომ სასამართლოზე მის „მასხრად აგდებას“ თავი დაანებონ და ფოკუსირება უფრო მეტად მთავარ საკითხზე მოახდინონ.

ბრეივიკი მკვლელობას აღიარებს, თუმცა ტერორიზმის ბრალდებას უარყოფს და აცხადებს, რომ დანაშაული თავდაცვის მიზნით ჩაიდინა.

XS
SM
MD
LG