ბმულები ხელმისაწვდომობისთვის

ბრეივიკის სასამართლო პროცესი გრძელდება


მემარჯვენე ტერორისტმა ბრეივიკმა ოსლოს ცენტრში ავტომობილში დამონტაჟებული ბომბი ააფეთქა და 8 ადამიანი გამოასალმა სიცოცლხეს.

ოსლოში მეხუთეა დღეა მიმდინარეობს 33 წლის ანდერს ბრეივიკის სასამართლო პროცესი, რომელმაც შარშან ნორვეგიაში 77 ადამიანი მოკლა.

დღეს მკვლელმა დეტალურად აღწერა თუ როგორ შეძლო გასული წლის 22 ივლისს 69 ადამიანის დახოცვა უტოიას კუნძულზე, სადაც ნორვეგიის შრომის პარტიის ბანაკი მდებარეობს.

მანამდე მემარჯვენე ტერორისტმა ბრეივიკმა ოსლოს ცენტრში ავტომობილში დამონტაჟებული ბომბი ააფეთქა და 8 ადამიანი გამოასალმა სიცოცლხეს.

ბრეივიკმა სასამართლო პროცესზე აღიარა, რომ ქვეყნის ყოფილი პრემიერ-მინისტრს გრო ჰარლემ ბრუნდლანდს თავის მოჭრას და ამ ყველაფრის ვიდეოზე გადაღებას უპირებდა, რომელიც კუნძულზე გამართულ ღონისძიებას ესწრებოდა, მაგრამ ბრეივიკის გამოჩენამდე ცოტა ხნით ადრე დატოვა ეს კუნძული.

ბრეივიკი თავს დამნაშავედ არ მიიჩნევს და თავის არაადამიანურ ქმედებას მულიკულტურალიზმისგან ნორვეგიის დაცვის აუცილებლობით ამართლებს.

XS
SM
MD
LG