ბმულები ხელმისაწვდომობისთვის

ნორვეგიაში ბრეივიკის სასამართლო გრძელდება


ნორვეგიელმა ტერორისტმა ანდერს ბრეივიკმა, რომელმაც 77 ადამიანი გამოასალმა სიცოცხლეს ოსლოს სასამართლოს განუცხადა, რომ ის სრულ ჭკუაზეა და ტყუილად ცდილობენ დაქირავებული ფსიქიატრები მის გიჟად შერაცხვას.

ბრეივიკი აცხადებს, რომ მისთვის უმჯობესია სიკვდილით დასაჯონ ვიდრე ფსიქიურად დაავადებულად გამოაცხადონ. ანდერს ბრეივიკის თქმით მან ეს ტერაქტი ევროპაში მუსულმანთა ექსპანსიის და ნორვეგიაში არსებული მულტი-კულტურიზმის წინააღმდეგ განახორციელა.

ბრეივიკმა სასამართლოს დაწვრილებით მოუყვა საზარელი ხოცვა-ჟლეტის დეტალები. მის მიერ მოკლული ადამიანების ჭირისუფლებით გადაჭედილ სასამართლო პროცესზე ტერორისტმა აღიარა, რომ თავიდან არ ჰქონდა ჩაფიქრებული ამდენი ადამიანის მკვლელობა, მაგრამ როდესაც პირველ მსხვერპლს თავში ესროლა, შემდეგ ბევრი აღარ უფიქრია ისე გამოასალმა 69 ადამიანი სიცოცლხეს. მანამდე ოსლოს ცენტრში მოწყობილი აფეთქების დროს კიდევ 8 ადამიანი დაიღუპა.

გამამტყუნებელი განაჩენის შემთხვევაში ანდერს ბრეივიკს ნორვეგიაში არსებული მაქსიმალური სასჯელი, 21 წლიანი პატიმრობა ემუქრება.

XS
SM
MD
LG