ბმულები ხელმისაწვდომობისთვის

ბრეივიკი თავს დამნაშავედ არ ცნობს


ნორვეგიელმა ულტრამემარჯვენე ტერორისტმა ანდერს ბრეივიკმა, რომელმაც გასული წლის ივლისში 77 ადამიანის მკვლელობა აღიარა, განაცხადა, რომ ის თავდაცვის მიზნით მოქმედებდა. ბრეივიკმა სასამართლოს განუცხადა, რომ ის აღიარებს ჩადენილ ქმედებას, თუმცა თავს დამნაშავედ არ ცნობს. ბრეივიკმა აღიარა როგორც ახალგაზრდულ ბანაკზე თავდასხმა და 66 ადამიანის მკვლელობა, ასევე ოსლოში ავტომანქანის აფეთქება, რასაც რვა ადამიანის სიცოცხლე შეეწირა. მან სასამართლოზე განაცხადა, რომ ის ნორვეგიაში მულტიკულტურის დამკვიდრებას ებრძვის. ანდრეა მამონი ევროპაში ულტრამემარჯვენე ექსტრემიზმს იკვლევს. ის გამოთქვამს ეჭვს, რომ ბრეივიკი შესაძლოა მემარჯვენე ექსტრემიზმის ფართო წრესთან იყოს დაკავშირებული.

„ის არის ევროპაში მოქმედი ულტრა-მემარჯვენე რადიკალიზმის ნაწილი. მან შეიძლება დაინახა, რომ ეს ჯგუფი რეალურად არ არსებობს, თუმცა აქ არსებობს რაღაც უფრო ფართო, რომელზეც არ შეგვიძლია თვალყურის დევნება,“ - აცხადებს მამონი.

XS
SM
MD
LG