ბმულები ხელმისაწვდომობისთვის

ინტერნეტი და ექსტრემისტები


ინტერნეტი და ექსტრემისტები

რეგინალდ პიტერსს ანტი-ისლამისტური ჯგუფის ბლოგი აქვს ინტერნეტში და ხშირად მონაწილეობს ფორუმში. მისი თქმით, ინტერნეტი საუკეთესო საშუალებაა საკუთარი იდეების გასავრცელებლად.

ჩვენ უკვე აღარ ვურთიერთობთ ტრადიციული საფოსტო წერილების მეშვეობით. ასე რომ, ინტერნეტი ერთადერთია, რითაც შეგვიძლია გავუზიაროთ ჩვენი აზრი ერთმანეთს,- ამბობს პიტერსი.

ანტი-ისლამისტური ჯგუფი „ინგლისის თავდაცვის ლიგა,“ ბრიტანეთის ისლამიზაციის წინააღმდეგ მოწყობილ ქუჩის გამოსვლებს აძლიერებს.

აღნიშნული ჯგუფი ყურადღების ცენტრში მას შემდეგ მოექცა, რაც ნორვეგილი ანდერს ბეჰრინგ ბრეივიკი ამტკიცებდა რომ მას კავშირი ქონდა იმ ჯგუფთან, რომელიც თავად, ბრეივიკთან თანამშრომლობას უარყოფდა.

ბრეივიკმა ასევე აღიარა რომ ნორვეგიაში, ივლისში მომხდარი ტერორისტული თავდასხმა მისი მოწყობილია, რომელმაც 77 ადამიანის სიცოცხლე შეიწირა.

თავდასხმამდე, მან 1500 გვერდიანო ანტი-ისლამისტური მანიფესტი ინტერნეტით გამოაქვეყნა. მანიფესტში იგი აღიარებდა, რომ ის ბრიტანელი მემარჯვენეების იდეოლოგიის გამტარებელი იყო.

პოლ რეი, ინგლისის თავდაცვის ლიგის ყოფილი წევრი, რომელიც ამჟამად მალტაში ცხოვრობს, არ ადასტურებს ბრეივიკის დამრიგებლობას. თუმცა ბრეივიკთან კავშირს არ უარყოფს და ამბობს, რომ შესაძლოა მისმა იდეებმა გარკვეული ზემოქმედება მოახდინეს ბრეივიკზე.

პოლ რეი ბრეივიკის საქციელს უარყოფითად აფასებს და კიცხავს კიდეც. ევროპის უსაფრთხოების სამსახურის თქმით კი მემარჯვენე ექსტრემისტები ინტერნეტს საკუთარი იდეოლოგიის გასავრცელებლად იყენებენ.

ნიგელ ინკსტერი, სტრატეგიული სწავლების საერთაშორისო ინსტიტუტში პოლიტიკური რისკისა და ტრანსნაციონალური საფრთხის ცენტრის დირექტორია. მისი თქმით:

„ეჭვს არ იწვევს რომ ბევრი რაღაც ხდება და ვფიქრობ, ამ შემთხვევაში, ბრეივიკისა და ნორვეგიის მაგალითზე, ბრეივიკს ურთიერთობა ქონდა საკმაოდ ბევრ თანამოაზრესთან. თუმცა, ინგლისის დაცვის ლიგის მსგავსმა ჯგუფებმა სწრაფად მოახერხეს ყოველგავრი კავშირის გაწყვეტა ბრეივიკთან.“

ნორვეგიის პოლიციის თანახმად, ბრეივიკი აფეთების დროს მარტო მოქმედებდა, რაზეც ნიგელ ინკსტერი ამბობს, რომ ბრეივიკის ინტერნეტით კომუნიკაცია მისი ნაკვალევის გაშიფვრის ადვილი საშუალებაა.

„ფაქტები არც ისე მრავლადაა, რომელიც ამ ჯგუფების ერთმანეთთან კავშირის ტექნიკურ სიძლიერეს დაადასტურებდა. ვფიქრობ, ადვილია იმის მონიტორინგი თუ რა საშუალებები გამოიყენა ისლამური ექსტრემისტების ჯგუფმა, რომელის სამოქმედო გეგმაში სტენოგრაფიას, გაშიფვრას და ბევრ სხვა რამეს ვხედავთ,-“ დასძენს ცენტრის დირექტორი ნიგელ ინკსტერი.

მისივე განცხადებით, მემარჯვენე ექტრემისტებს საკუთარი იდეების გასაზიარებლად შესაძლოა გამოეყენებინათ ინტერნეტი მაგრამ, ძალადობის კორდინაციას საჯაროდ არ მოახდენდნენ.

XS
SM
MD
LG