ბმულები ხელმისაწვდომობისთვის

პაპი ფრანცისკე: რაც ყარაბაღში ხდება, ეს არის ტრაგედია


ტრაგედია - ასე შეაფასა რომის პაპმა ფრანცისკემ მთიან ყარაბაღში მიმდინარე სამხედრო შეტაკებები, რომელიც ოთხჯერ შეთანხმების მიუხედავად, კვლავ დაირღვა. ბოლო შეთანხმება გუშინ, 31 ოქტომბერს ჟენევაში შედგა, თუმცა დღეს დილიდან სამხედრო დაპირისპირება კვლავ განახლდა.

დილიდან ყარაბაღის ირგვლის მდებარე დასახლებული პუნქტები საარტილერიო ცეცხლის და სარაკეტო იერიშის ქვეშ მოექცა.

სწორედ მთიანი ყარაბაღის რეგიონში მიმდინარე პროცესებიდან გამომდინარე, ცოტა ხნის წინ კონფლიქტზე განცხადება გააკეთა რომის პაპმა.

"არ უნდა დავივიწყოთ ის, რაც ხდება მთიან ყარაბაღში, სადაც მიმდინარე შეიარაღებული კონფლიქტი ხანმოკლე ზავის შემდეგ კვლავ ახალი ძალით ჩაღდება. სულ უფრო მეტი სახლი, ინფრასტრუქტურა და სამლოცველო ნადგურდება. საბრძოლო მოქმედება სულ უფრო მეტად მოქმედებს სამოქალაქო მოსახლეობაზე. ეს არის ტრაგედია," - თქვა ვატიკანში პაპმა ფრანცისკემ.

Facebook Forum

XS
SM
MD
LG