ბმულები ხელმისაწვდომობისთვის

მთიან ყარაბაღში შეტაკებები გრძელდება


დიპლომატიური მცდელობები სომხეთსა და აზერბაიჯანს შორის შეირაღებული დაპირისპირების დასრულებაზე გრძელდება. დაპირისპირება კიდევ უფრო გამძაფრდა მას შემდეგ, რაც მხარეებმა ბრალი დასდეს ერთმანეთს შეერთებული შტატების მიერ მოლაპარაკებული ცეცხლის შეწყვეტის შეთანხმების დარღვევაში.

შეერთებული შტატების სახელმწიფო მდივანმა მაიკ პომპეომ, აზერბაიჯანის და სომხეთის მხარეებს მოუწოდა შეასრულონ შეთანხმება და კონფლიქტის დიპლომატიური გადაწყვეტის გზები იპოვონ.

აზერბაიჯანის თავდაცვის სამინისტრომ განაცხადა, რომ 28 ოქტომბერს, ქალაქ ბარდაზე, სარაკეტო თავდასხმისას 21 მშვიდობიანი მოქალაქე დაიღუპა და 70 დაშავდა.

ერევანი უარყოფს ამ ინფორმაციას და მას „უსაფუძვლოს და სიცრუეს“ უწოდებს.

სომხეთის თავდაცვის სამინისტრომ 28 ოქტომბერს აზერბაიჯანის ძალებს ბრალი დასდო მთიანი ყარაბაღის ცენტრალურ ქალაქ სტეფანაკერტში, სამშობიარო კლინიკაზე თავდასხმაში.

„ინფორმაცია მსხვერპლის შესახებ ზუსტდება“, - განაცხადა სამინისტროს პრესსპიკერმა შუშან სტეპანიანმა ერევანში.

შეტაკებები ყარაბაღში
შეტაკებები ყარაბაღში

აზერბაიჯანის თავდაცვის სამინისტრომ ამ ბრალდებებს „გამიზნული დეზინფორმაცია“ უწოდა.

რუსეთის პრეზიდენტმა ვლადიმირ პუტინმა მის თურქ კოლეგასთან 27 ოქტომბერს სატელეფონო საუბარი გამართა. კრემლის განცხადებით, რუსეთის პრეზიდენტმა თურქეთის პრეზიდენტ რეჯეპ ტაიპ ერდოღანთან „ცეცხლის დაუყოვნებლივ შეწყვეტისკენ გადადგმულ ნაბიჯებსა და კრიზისის დეესკალაციაზე“ ისაუბრა.

ეს ორი ქვეყნის ლიდერს შორის, მეორე სატელეფონო საუბარია მას შემდეგ რაც, 27 სექტემბერს მთიანი ყარაბაღის კონფლიქტი განახლდა. კონფლიქტის ესკალაციამ, გაზარდა შიშები რეგიონალური მოთამაშეების მას შესაძლო ჩათრევის შესახებ. თურქეთი მხარს აზერბაიჯანს უჭერს, ხოლო რუსეთს სომხეთთან საერთო თავდაცვის შეთანხმება აქვს დადებული.

სტეპანაკერტი
სტეპანაკერტი

კონფლიქტი სატელეფონო საუბარში ასევე განიხილეს თურქეთის საგარეო მინისტრმა მევლუთ ჩავუშოღლუმ და მისმა რუსმა კოლეგამ სერგეი ლავროვმა.

რუსეთის საგარეო საქმეთა სამინისტრომ განაცხადა, რომ ლავროვმა თურქ კოლეგასთან კონფლიქტის ზონაში, დაქირავებული მებრძოლების გაგზავნის საკითხი განიხილა. ორივე მხარემ ისაუბრა ცეცხლის შეწყვეტის მნიშვნელობაზე და რომ კონფლიქტის გადაჭრის ერთადერთი გზა მშვიდობიანი მოლაპარაკებებია, - განაცხადა მოსკოვმა.

სახელმწიფო მდივანი, მაიკ პომპეო კი ცალცალკე, სომხეთის პრემიერ-მინისტრ ნიკოლ ფაშინიანს და აზერბაიჯანის პრეზიდენტს ილჰამ ალიევს ესაუბრა. სახელმწიფო დეპარტამენტის განცხადებით, პომპეომ „ხაზი გაუსვა, რომ ლიდერებმა შეტაკებების შეწყვეტაზე მათი პირობა უნდა შეასრულონ და მთიანი ყარაბაღის კონფლიქტის დიპლომატიურ გადაწყვეტაზე იმუშაონ“.

პარალელურად, კონფლიქტის ზონაში შეტაკებები გრძელდება. დაპირისპირება სამხრეთ ნაწილში, ირანის საზღვართან მიმდინარეობს.

აზერბაიჯანელი სომხედროები
აზერბაიჯანელი სომხედროები

ირანის საგარეო საქმეთა სამინისტრომ განაცხადა, რომ მინისტრის მოადგილე აზერბაიჯანის საზღვარს ესტუმრა და მხარეები გააფრთხილა არ დაარღვიონ ირანის ტერიტორიის უსაფრთხოება.

„სასაზღვრო რეგიონების უსაფრთხოება, წყალსაცავები და კონსტრუქციები ძალიან მნიშვნელოვანია ირანის ისლამური რესპუბლიკისთვის და წითელ ხაზს წარმოადგენს“, - განაცხადა მინისტრის მოადგილემ.

ის გეგმავს კრიზისის განსახილველად ესტუმროს აზერბაიჯანს, სომხეთს, თურქეთსა და რუსეთს.

27 ოქტომბერს დაპირისპირება ფრონტის სხვადასხვა ხაზზე მიმდინარეობს. სომხეთმა აღიარა, რომ აზერბაიჯანმა მოახერხა ქალაქის დაკავება მთიანი ყარაბაღის ანკლავსა და ირანის საზღვარს შორის. ეს ბაქოსთვის მნიშვნელოვანი სამხედრო წარმატებაა.

ამ დრომდე განახლებულმა კონფლიქტმა 1000-ზე მეტი ადამიანის სიცოცხლე შეიწირა. ეს ორ ქვეყანას შორის ყველაზე მძიმე შეტაკებებია 1994 წლის ცეცხლის შეწყვეტის შეთანხმების შემდეგ. მაშინ კონფლიქტი სომხეთის სამხედრო წარმატებით დასრულდა.

განჯა
განჯა

მთიან ყარაბაღს საერთაშორისო საზოგადოება აზერბაიჯანის ნაწილად მიიჩნევს. თუმცა, ეთნიკურად სომეხი მოსახლეობა, რომელიც ანკლავში უმრავლესობას წარმოადგენს, არ იზიარებს აზერბაიჯანის ტერიტორიულ მოთხოვნებს.

26 ოქტომბერს, პრეზიდენტმა ალიევმა განაცხადა, რომ ბაქოს სურს კონფლიქტი გადაჭრას, იქნება ეს პოლიტიკური თუ სამხედრო გზებით. მან კიდევ ერთხელ გაიმეორა მოთხოვნა, რომ მთიანი ყარაბაღი და მისი მოსაზღვრე 7 რეგიონი, რომელიც სომხეთის კონტროლის ქვეშაა 1994 წლიდან, აზერბაიჯანს უნდა დაუბრუნდეს.

სომხეთი აცხადებს, რომ არ აპირებს ტერიტორიის დატოვებას და მას განიხილავს, როგორც ისტორიულად მის ნაწილს.

სტეფანაკერტი
სტეფანაკერტი

ევროპის უსაფრთხოების და თანამშრომლობის ორგანიზაციის (ეუთო) მინსკის ჯგუფმა, რომელსაც კონფლიქტის მედიატორის როლი აქვს, განაცხადა, რომ 29 ოქტომბერს ისინი ერთმანეთს ჟენევაში შეხვდებიან მიმდინარე კონფლიქტზე სასაუბროდ.

მინსკის ჯგუფს აზერბაიჯანთან და სომხეთთან ერთად სამი თანათავმჯდომარე ჰყავს: შეერთებული შტატები, საფრანგეთი და რუსეთი. ამ დრომდე, ეუთოს მინსკის ჯგუფი წარუმატებელია მთიანი ყარაბაღის კონფლიქტის ეფექტური მოგვარების მცდელობაში.

Facebook Forum

XS
SM
MD
LG