ბმულები ხელმისაწვდომობისთვის

ვითარება მთიან ყარაბაღში


ილჰამ ალიევი აცხადებს, რომ აზერბაიჯანის არმიამ, მთიან ყარაბაღში კიდევ 9 სოფელი გაათავისუფლა.

"აზერბაიჯანის ბრწყინვალე არმიამ გაათავისუფლა ჯაბრაილის რაიონის სოფლები: ხუდავერდილი, გურბანტეფე, შაჰვალადლი, ხუბიარლი; ზანგილანის რაიონის სოფლები: ალადინი და ვესნალი; გუბადლის რაიონის სოფლები : კავდადიგი, მამერი, მოლალი“ - წერს "ტვიტერის" ოფიციალურ გვერდზე, აზერბაიჯანის პრეზიდენტი.

მანამდე, სომხეთის თავდაცვის უწყება აცხადებდა, რომ მთიანი ყარაბაღის ფრონტის სამხრეთის მიმართულებით, ინტენსიური ბრძოლა მიმდინარეობს. ინფორმაციას ამის შესახებ, სომხეთის თავდაცვის სამინისტროს ოფიციალური წარმომადგენელი, არცრუნ ჰოვანისიანი ავრცელებდა.

აზერბაიჯანის თავდაცვის უწყების ინფორმაციის თანახმად, სომხეთის შეიარაღებული ძალები საკუთარი ტერიტორიიდან, გორუსის რაიონიდან, გუბადლის რაიონს არტილერიის გამოყენებით ბომბავს.

მთიან ყარაბაღში სიტუაცია 27 სექტემბერს დაიძაბა. მხარეებმა ჰუმანიტარული მიზნით ცეცხლის შეწყვეტის შესახებ შეთანხმებას სამჯერ მიაღწიეს, თუმცა სამივე მალე დაირღვა. კონფლიქტის ზონაში საბრძოლო მოქმედებები არ წყდება. სომხეთი და აზერბაიჯანი ცეცხლის შეწყვეტის რეჟიმის დარღვევაში ერთმანეთს ადანაშაულებენ.

Facebook Forum

XS
SM
MD
LG