ბმულები ხელმისაწვდომობისთვის

28 წლის მერილენდელს ბრალი ტერორისტული აქტის დაგეგმვაში ედება


ეროვნული ყურე მდინარე პოტომაკზე
ეროვნული ყურე მდინარე პოტომაკზე

მერილენდის შტატის სასამართლო ტერორიზმში ბრალდებულის წინასწარი პატიმრობის საკითხს განიხილავს. 28 წლის რონდელ ჰენრის ბრალი დაჯგუფება “ისლამური სახელმწიფოს” შთაგონებით ტერორისტული აქტის მოწყობის დაგეგმვაში ედება ბრალი.

ფედერალური პროკურორები მოითხოვენ, რომ ის სასამართლომდე დაკავებული იყოს. მათი მტკიცებით, ეჭვმიტანილის გაშვება საზოგადოებისთვის საფრთხის მატარებელია.

პროკურორების მიერ წაყენებული ბრალდების მიხედვით, რონდელ ჰენრიმ სავაჭრო ცენტრიდან სატვირთო მანქანა გაიტაცა და ვაშინგტონის მახლობლად ტერორისტული აქტისთვის სამიზნეებს ეძებდა. მას შემდეგ, რაც დედაქალაქის საერთაშორისო აეროპორტთან უსაფრთხოებამ არ გაატარა, გეზი მერილენდის შტატის ეროვნული ყურისკენ აიღო. მდინარე პოტომაკზე მდებარე ყურე უქმეებზე დიდი ხალხმრავლობით და ტურისტების სიმრავლით გამოირჩევა.

სასამართლოში წარდგენილ საბუთებში ნათქვამია, რომ ეჭვმიტანილმა იმ დღეს ტერორისტული აქტის განსახორციელებლად საკმარისად დიდი ჯგუფის ადამიანების თავმოყრის ადგილი ვერ იპოვა და გადაწყვიტა დანაშაულის ჩადენა სამომავლოდ გადაედო. პოლიციამ ის მეორე დილით, უსაფრთხოების ღობის გადაკვეთის შემდეგ დააკავა.

Facebook Forum

XS
SM
MD
LG