ბმულები ხელმისაწვდომობისთვის

ნიდერლანდების პოლიციამ ტრამვაიზე თავდასხმაში ეჭვმიტანილი დააკავა


ორშაბათ დილით ნიდერლანდების ქალაქ უტრეხტში მომხდარი სროლის შედეგად სამი ადამიანი დაიღუპა, ხუთი კი დაიჭრა. პოლიციამ რამდენიმესაათიანი დევნის ოპერაციის შედეგად დააკავა პირი, რომელიც ტრამვაისთვის ცეცხლის გახსნაშია ეჭვმიტანილი.

დაკავებული 37 წლის თურქული წარმოშობის მამაკაცი, გოკემ ტანისია. სამართალდამცავი უწყებების წარმომადგენლები არც ერთ ვერსიას არ გამორიცხავდნენ.

გაძლიერდა ტერორიზმის საწინააღმდეგო უსაფრთხოების ზომები. თუმცა ერთ-ერთი თურქული საინფორმაციო სააგენტოს თქმით, სროლა შესაძლოა ოჯახური უთანხმოების შედეგი და ნაწილი ყოფილიყო და არა ტერორიზმი.

უტრეხტში დაკეტილია სკოლები. უსაფრთხოების ზომები გამკაცრებულია ნიდერლანდების აეროპორტებსა და მეჩეთებში.

Facebook Forum

XS
SM
MD
LG