ბმულები ხელმისაწვდომობისთვის

ბრიტანეთში მომხდარი ინციდენტი შესაძლოა ტერორიზმი იყოს


ბრიტანეთის პოლიცია ახალ წელს, მანჩესტერში მომხდარ დაჭრის ფაქტთან დაკავშირებით, ტერორისტული აქტის მცდელობას არ გამორიცხავს. ამ საქმეს "ვუდგებით, როგორც ტერორიზმის შემთხვევის გამოძიებას" - უთხრა ჟურნალისტებს ადგილობრივი პოლიციის წარმომადგენელმა იან ჰოპკინსმა.

დღეს, ვიქტორიის მატარებლის სადგურზე 3 ადამიანი დანით დაჭრეს. ეჭვმიტანილი, 25 წლის მამაკაცი დაკავებულია, თუმცა მის ვინაობას ჯერჯერობით არ ამხელენ. პოლიციის განცხადებით, მისთვის ჯერ ბრალი არ წაუყენებიათ.

დაჭრილებს შორის ორი სამოქალაქო პირი და ერთი პოლიციელია. არცერთი ჭრილობა სიცოცხლისთვის სერიოზულ საფრთხეს არ წარმოადგენს. პოლიციელი მხარში იყო დაჭრილი და კლინიკიდან მალე გაუშვეს.

ვიქტორიის სადგური მანჩესტერის ცნობილ სტადიონთან მდებარეობს. გასულ წელს იქ თვითმკვლელმა ტერორისტმა არიანა გრანდეს კონცერტზე აფეთქება მოაწყო, რომლის შედეგადაც 22 ადამიანი დაიღუპა და ბევრი დაშავდა.

Facebook Forum

XS
SM
MD
LG