ბმულები ხელმისაწვდომობისთვის

რუსული "ლუკოილი" ვენესუელასთან ნავთობის კონტრაქტებს ყინავს


ვენესუელის სახელმწიფო ნავთობ კომპანიის PDVSA ევროპელი კლიენტები მისგან ნედლი ნავთობის შესყიდვას ყინავენ. ამ კომპანიებს შორისაა ნავთობ-კომპანიებიც, ერთი მათგანის - როსნეფტის - გამოკლებით.

კარაკასში დაფუძნებული საინფორმაციო სააგენტოს „დიარიო2001ონლაინ“ მიერ გავრცელებული ინფორმაციის თანახმად, რუსული და ევროპული კომპანიების დიდმა ნაწილმა ვენესუელისგან ნავთობის შესყიდვის კონტრაქტების გაყინვა ან ლიკვიდაცია 2018 წლის შუა პერიოდიდან დაიწყო.

„დიარიო2001ონლაინ“ ასევე იუწყება, რომ PDVSA-სთან ურთიერთობა მოულოდნელად შეყწვიტა მისმა ერთ-ერთმა ყველაზე მსხვილმა კონტრაქტორმა „ლუკოილმა,“ რომელიც რუსული კომპანიაა.

დიდი საერთაშორისო ნავთობ-კომპანიები შიშობენ, რომ შეერთებული შტატების მიერ ვენესუელაზე დაწესებული სანქციების შესაძლო დარღვევით, მათ ამერიკის ფინანსური სისტემა შეზღუდვებს ან ჯარიმებს დაუწესებს. ამის გამო, მათ ვენესუელასთან სავაჭრო ურთიერთობების გაწყვეტა ურჩევნიათ.

Facebook Forum

XS
SM
MD
LG