ბმულები ხელმისაწვდომობისთვის

ვენესუელური ოქროს საიდუმლო და მოსკოვი


არსებობს ეჭვი, რომ კრემლი ვენესუელელ ლიდერს ნიკოლას მადუროს ოქროს განაღდებაში დაეხმარა. ამ ვერსიის მიხედვით, მოსკოვმა ვენესუელური ოქროს ლოდები, რომელიც მოსკოვის ცენტრალურ ბანკში ინახებოდა, არაბეთის გაერთიანებულ საემიროებში გადაიტანა. ინფორმაცია საგამომძიებლო გამოცემამ გაერთიანებული არაბული საემიროებიდან დაფარულ წყაროზე დაყრდნობით გაავრცელა.

რუსული გამოცემის, “ნოვაია გაზეტას” მიერ გამოქვეყნებული ცნობები, ვენესუელაში დემოკრატიის მომხრე აქტივისტების შიშებს კიდევ უფრო აღრმავებს, რომ მოსკოვი შეეცდება ნიკოლოს მადუროს მხარდაჭრას და მის გადარჩენას. ნიკოლოს მადუროს მიერ პოსტის დატოვებას ვენესუელაში ქუჩის დემონსტრაციებით ითხოვენ. ოპოზიციის ლიდერმა ხუან გუაიდომ, რომელიც ოპოზიის მიერ კონტროლირებად ეროვნულ ასამბლეას ხელმძღვანელობდა, მადურო არალეგიტიმურ პრეზიდენტად სცნო და თავი პრეზიდენტის მოვალეობის შემსრულებლად გამოაცხადა.

რუსმა ოფიციალურმა პირემბა დაგმეს ამერიკის სანციები ვენსუელის ნავთობ-მწარმოებელი სექტორის წინააღმდეგ. ვაშინგტონის გადაწვეტილების მიზანი მადუროსთვის საჭირო რესურსებზე ხელმისაწვდომობის შეზღუდვაა, რომელიც მას არმიის დასაფინანსებლად სჭირდება. არმიის ნაწილი, ამ დრომდე მადუროს მხარეზე რჩება. კრემლმა განაცხადა, რომ სანქციები ვენესუელის შიდა პოლიტიკაში ჩარევაა. მოსკოვი მადუროს ოპოზიციას, რომელსაც მხარი დასავლეთის მთავრობების უმრავლესობამ და ლათინური ამერიკის ქვეყნებმა დაუჭირეს, ეწინააღმდეგება.

ნაღდი ფული ოქროს სანაცვლოდ

გავრცელებული ცნობების მიხედვით, რუსულმა ტვითრთმზიდმა, ბოინგ 757-ს თვითმფრინავმა 29 იანვარს, მოსკოვიდან ოქრო დუბაიში გადაიტანა, რის შემდეგაც ოქრო ამერიკულმა დოლარებმა ჩაანაცვლა და მაროკოს გავლით, კარაკასში იქნა ტრანსპორტირებული.

რუსეთის ცენტრალური ბანკის დირექტორმა ელვირა ნაბიულინამ ეს ბრალდება უარყო და განაცხადა, რომ ბანკი არ ინახავდა ვენესუელური ოქროს რეზერვებს. 1 თებერვალს, ვენესუელელმა ოფიციალურმა პირმა გამოცემა “როიტერს” განუცხადა, რომ კარაკასი გეგმავს, გაერთიანებული არაბული საემიროებისთვის 29 ტონა ოქროს მიყიდვას ევროს სანაცვლოდ. მან აღნიშნა, რომ კარაკასმა სამი ტონა ოქროს ტრანსფერი 26 იანვარს დაიწყო. თუმცა, მისი თქმით ამ პროცესში რუსეთი არ მონაწილეობს.

გასულ წელს, დიდძალი ღირებულების გაუწმენდავი ოქრო კარაკასმა თურქეთს გადასცა, მას შემდეგ რაც ნიკოლას მადურომ ოქროს სერთიფიცირების და გაწმენდის ოპერაცია ანკარას მიანდო შვეიცარიის სანაცვლოდ, იმ მოტივით, რომ შესაძლოა ოქროზე წვდომა შეზღუდვოდა.

29 იანვარს, მეორე რუსული თვითმფრინავის კარაკასში ჩასვლამ ეჭვები გააღრმავა. ბოინგი 777 რუსულ კომპანიას “ნორდუინდს” ეკუთნის. ის მოკოვის ვნუკოვოს აეროპორტიდან ორშაბათს კარაკასში გაფრინდა, ავიარეისების ბაზის მონაცემებით. ჩვეულებრივ, “ნორდუინდი” ფრენებს რუსული ტურისტებისთვის ხმელთაშუაზღვის და სამხრეთ-აღმოსავლეთ აზიის მიმართულებით ასრულებს.

“ნოდუინდის” კარაკასში დაჯდომას სოციალურ მედიაში ბევრი თეორია მოჰყვა იმაზე, თუ რა მიზნით იმყოფებოდა თვითმფრინავი ვენესუელის დედაქალაქში. მადუროს მოწინააღმდეგე კანონმდებლებმა განაცხადეს, რომ მასზე რუსი დაქირავებული ჯარისკაცები იმყოფებოდნენ სოციალისტი ლიდერის დასახმარებლად. ერთი თეორიის მიხედვით, მათი მიზანი დემონსტრანტებს შორის შეტაკებების გამოწვევა იყო.

ვენესუელელმა კანონმდებელმა ხოსე გუერამ, რომელიც ვენესუელის ცენტრალურ ბანკში ეკონომისტად მუშაობდა, განაცხადა, რომ ავიარეისის მიზანი ვენესუელიდან 20 ტონა ოქროს გატანა იყო. “ჩვენ მოვითხოვთ, რომ ვენესუელის ცენტრალურმა ბანკმა განმარტოს თუ რა ხდება”, - განაცხადა მან სოციალურ ქსელ “ტვიტერზე”.

რუსეთის პრეზიდენტის პრესსპიკერმა დმიტრი პესკოვმა განაცხადა, რომ ცნობები ვენესუელური ოქროს ტრანსპორტირების თაობაზე არასწორია და მოუწოდა ჟურნალისტებს “ცრუ ახალი ამბები” არ გაავრცელონ.

მან გუერას განცხადება უარყო და აღნიშნა, რომ “რუსეთი მზადაა ვენესუელაში პოლიტიკური სიტუაციის გადაწყვეტაზე იმუშავოს”.

“რუსეთი კატეგორიულად ეწინააღმდეგება მესამე ქვეყნის მიერ ვენესუელის შიდა საქმეებში ნებისმიერ ჩარევას”, - განაცხადა პესკოვმა რუსული სამთავრობო გამოცემის “TASS”-ის მონაცემებით

მადუროს მეგობრები

მოსკოვისა და პეკინისთვის, ოპოზიციის ლიდერს ხუან გუაიდოსა და სოციალისტ ლიდერ ნიკოლას მადუროს შორის პოლიტიკური დაპირისპირება თავის ტკივილად გადაიქცა. გუაიდომ თავი ვენესუელის კონსტიტუციის მიხედვით პრეზიდენტად გამოაცხადა და მოუწოდა მადუროს სახალხო პროტესტს დაემორჩილოს.

რუსეთმა და ჩინეთმა მადუროს მილიარდობით დოლარი ასესხეს. გამოცემა “ბლუმბერგის” ინფორმაციით, რუსეთის ნავთობ გიგანტი “როსნეფტი” ვენესუელაში ხუთ სხვადასხვა ნავთობ პროექტშია ჩართული და მადუროს მთავრობაზე მან 7 მილიარდის სესხი გასცა, რომელიც კარაკასმა ნავთობის მიწოდებით უნდა დაფაროს.

“ინგლისის ბანკმა” ამ კვირაში ვენესუელას ერთი მილიარდი დოლარის ღირებულების ოქროს დაბრუნების მოთხოვნაზე უარი განუცხადა. უარი შეერთებული შტატების მოწოდებას მოჰყვა. ვაშინგტონმა დასავლეთის მთავრობებს სთხოვა დაბლოკონ მადუროს მთავრობის აქტივები საზღვარგარეთ.

Facebook Forum

ტვიტერი

XS
SM
MD
LG