ბმულები ხელმისაწვდომობისთვის

ვენესუელაში ამერიკის ჰუმანიტარული ტვირთი არ შეუშვეს


კოლუმბია-ვენესუელის საზღვარი

კოლუმბია-ვენესუელის საზღვართან ამერიკის ჰუმანიტარული დახმარებით დატვირთული საბარგო მანქანები შეაჩერეს და ვენესუელაში არ შეუშვეს. შეერთებული შტატების სახელმწიფო დეპარტამენტის მიერ ორგანიზებული დახმარება საზღვარზე დღეს ჩავიდა. მანქანები მედიკამენტებით, საკვებით და სხვა ელემენტარული საჭიროების ნივთებით არის სავსე.

ვენესუელის პრეზიდენტი ნიკოლას მადურო აცხადებს, რომ ქვეყანაში ჰუმანიტარული კრიზისი არ არის. მან დახმარების მიღებაზე უარი თქვა და არმიას უბრძანა, კოლუმბიიდან ვენესუელაში შემავალი ტვირთი შეაჩეროს.

ამ წუთებში ვენესუელის არმიას საზღვარი სამ რიგად აქვს გადაკეტილი. ადგილზე მივიდნენ ვენესუელის მოქალაქეები, ადგილობრივი აქტივისტები, უფლებადამცველები და მადუროს სთხოვენ ტვირთი ქვეყანაში შეუშვას. ჰუმანიტარული დახმარება ვენესუელელებისთვის ამერიკის და დასავლეთის ქვეყნების მიერ აღიარებულმა, დროებითმა პრეზიდენტმა ხუან გუაიდომ მოითხოვა.

Facebook Forum

XS
SM
MD
LG