ბმულები ხელმისაწვდომობისთვის

გეოგრაფიულად შორს თუმცა მტკიცე კავშირით - ლიეტუვის პრეზიდენტის გზავნილი


გეოგრაფიულად შორს, თუმცა მტკიცე კავშირით - ამბობს საქართველოში ოფიციალური ვიზიტით მყოფი ლიეტუვის პრეზიდენტი და აცხადებს, რომ როცა ის საქართველოს უყურებს, ლიეტუვა ახსენდება. კერძოდ, ის პერიოდი როცა მისი ქვეყანა ნატოსა და ევროკავშირში გაერთიანებისთვის ისწრაფვოდა. გიტანს ნაუსედამ ქვეყნებს შროის მტკიცე ურთიერთობასა და კავშირებზე, საქართველოს პრეზიდენტთან, სალომე ზურაბიშვილთან, შეხვედრის შემდეგ ისაუბრა.

"პირველ რიგში, ვართ ღირებულებითი ხედვებით ძალიან ახლოს და ჩვენ წინაშეა, სამწუხაროდ, საერთო გარე საფრთხეები. ვუყურებ რა საქართველოს, მახსენდება ლიეტუვა, რომელიც ენერგიულად ესწრაფვოდა ნატოს და ევროკავშირის გზას, ჩვენი გზა არ იყო მარტივი და შედარებით ცოტა ხანს გაგრძელდა, მაგრამ ჩვენ ყოველთვის ვიცოდით, რა იყო ჩვენი სტრატეგიული მიზანი და ეს გვაერთიანებდა და ჩვენს საზოგადოებაში არ რჩებოდა არანაირი ეჭვები. მსგავს მონდომებას ვხედავთ ქართველ ხალხში. ამიტომ პრეზიდენტთან ერთად ჩვენ ხელი მოვაწერეთ საერთო დეკლარაციას, რომელიც არა მარტო საქართველოს სუვერენიტეტსა და ტერიტორიულ მთლიანობას უჭერს მხარს, არამედ მის ევროპულ და ევროატლანტიკურ ინტეგრაციას“, - განაცხადა გიტანას ნაუსედამ.

მისი თქმით, ლიეტუვა მზადაა საქართველოს გაუზიაროს გამოცდილება, რომელიც ევროკავშირსა და ნატოში ინტეგრაციის გზაზე დააგროვა. მან კმაყოფილება გამოხატა საქართველოში პარტიებს შორის არსებული უთანხმოების დაძლევის გამო, მადლობა გადაუხადა ევროპული საბჭოს პრეზიდენტს შარლ მიშელს და თქვა, რომ ახლა მნიშვნელოვანია ამ შეთანხმების სრულყოფილად შესრულება, რაშიც მონაწილეობა უნდა მიიღოს ყველა პარტიამ.

„თქვენი მიზანი, წარადგინოთ განაცხადი 2024 წელს ევროკავშირში გაწევრიანების შესახებ, ეს არის ამბიციური, თუმცა შესაძლებელი განაცხადი და ვფიქრობ, ძალიან მნიშვნელოვანი ისაა, რომ ეს არის თქვენი გაბედულების დემონსტრირება“, - განაცხადა გიტანას ნაუსედამ.

ლიეტუვას პრეზიდენტმა ასევე აღნიშნა, რომ შეხვედრაზე საქართველოს პრეზიდენთან ერთ-ერთი განსახილველი საკითხი საქართველოში არსებული პანდემიური ვითარება იყო. გიტანას ნაუსედასმა აღნიშნა, რომ ლიეტუვა ეძებდა გზებს რათა აღმოეჩინა დახმარება საქართველოსთვის პანდემიის დროს. სწორედ ამიტომ ლიეტუვამ საქართველოს 15 000 დოზა კოვიდ19-ის საქინააღმდეგო ვაქცინა გადასცა. აქვე ის ამბობს, რომ შესაძლოა ეს რიცხვი კიდევ უფრო გაიზარდოს.

ლიეტუვის პრეზიდენტმა ვიზიტი კონფლიქტის ზონიდან დაიწყო
გთხოვთ, დაიცადოთ

No media source currently available

0:00 0:03:10 0:00

საქართველოში ლიეტუვის პრეზიდენტი პირველი ოფიციალური ვიზიტით იმყოფება. ის ქვეყანაში 10 ივნისს ევროკავშირის სადამკვირვებლო მისიასთან ერთად უკვე იმყოფებოდა, საოკუპაციო ხაზთან, სოფელ დიდ ხურვალეთში. ვიზიტის დროს გიტანას ნაუსედამ საქართველოს ტერიტორიული მთლიანობას მხარდაჭერა გამოუცხადა და ხაზი გაუსვა რუსეთის აგრესიულ ქმედებებს.

ვიზიტის ფარგლებში ლიეტუვის პრეზიდენტი, როგორც მმართველ გუნდს ასევე ოპოზიციურ პარტიებს ხვდება.

Facebook Forum

XS
SM
MD
LG