ბმულები ხელმისაწვდომობისთვის

მაკკეინის ადგილს სენატში რესპუბლიკელი ჯონ კაილი დაიკავებს


სენატორ ჯონ მაკკეინს სენატში არიზონიდან ყოფილი სენატორი ჯონ კაილი შეცვლის.

არიზონის გუბერნატორი დაგ სიუსე, რომელსაც შტატის კანონმდებლობა ავალდებულებს მაკეინის ადგილზე რესპუბლიკელი კანდიდატის დასახელებას, აცხადებს, რომ ის საუკეთესო კანდიდატია ამ ვითარებაში.

„არიზონაში არავინაა უფრო მომზადებული ჩვენი შტატის წარმოსადგენად, ვიდრე ჯონ კაილი. მას კარგად ესმის, როგორ მუშაობს სენატი და დაუყოვნებლივ დაატყობს დადებით გავლენას არიზონელთა ცხოვრებას“, - ამბობს გუბერნატორი.

გარდაცვლილი სენატორის მეუღლემ სინდი მაკეინმა კაილის არჩევა მოიწონა და აღნიშნა, რომ ის მათი ოჯახის ახლო მეგობარი იყო და ის ფაქტი, რომკაილს ახლავე შეუძლია საზოგადოებრივ არეალზე არიზონელებს ემსახუროს, სენატორ მაკკეინის ხსოვნის პატივისცემაა.

Facebook Forum

XS
SM
MD
LG