ბმულები ხელმისაწვდომობისთვის

ბაიდენმა ჯონ მაკკეინის ხსოვნას პატივი მიაგო


ყოფილმა ვიცე-პრეზიდენტმა ჯო ბაიდენმა, რომელმაც ქალაქ ფენიქსში მისი მეგობრის, სენატორ ჯონ მაკკეინის პანაშვიდზე სიტყვა წარმოთქვა, აღნიშნა, რომ მას ღირსების, ქვეყნისადმი თავდადების და მოვალეობის შეუდარებელი გრძნობა ჰქონდა.

"ხასიათი მისი ბედისწერა იყო,"-აღნიშნა ბაიდენმა სენატორის ხსოვნის საღამოზე. მაკკეინი არიზონის შტატს სამ ათწლეულზე მეტი ხნის განმავლობაში წარმოადგენდა.

გავლენიანი რესპუბლიკელი სენატორი, გასულ შაბათს, სიმსივნესთან ბრძოლაში დაიღუპა. ყოფილმა ვიცე-პრეზიდენტმა, დემოკრატმა ჯო ბაიდენმა თქვა, რომ მათი მეგობრობა პოლიტიკურ განსხვავებებზე მაღლა იდგა. "ჯონს ამერიკის სწამდა და სჯეროდა, რომ ჩვენ ყველაფერი შეგვიძლია. იგი გმირი იყო, მაგრამ მისი დამახასიათებელი ოპტიმიზმი, მას ჩვენს შორის ყველაზე მეტად გამოარჩევდა".

ჯონ მაკკეინის ცხედარი ვაშინგტონში გადმოასვენეს. პარასკევს მის ცხედარს აშშ-ის კონგრესის შენობაში დაასვენებენ. შაბათს, სენატორის ხსოვნისთვის პატივის მიგება ადამიანებს ეროვნულ საკათედრო ტაძარში შეეძლებათ, კვირას კი ჯონ მაკკეინს ანაპოლისში, საზღვაო აკადემიის სასაფლაოზე დაკრძალავენ.

Facebook Forum

XS
SM
MD
LG