ბმულები ხელმისაწვდომობისთვის

ჯონ მაკკეინი საქართველოს მტკიცე მხარდამჭერი იყო


დათა ვანიშვილი და ჯონ მაკკეინი, რუსულ საოკუპაციო ხაზზე, ხურვალეთი, 2017 წლის 1 იანვარი

ძალიან ცოტა პოლიტიკოსია დასავლეთში, ვისაც საქართველოს ტკივილი სტკივა და მისი ხალხის ესმის. 25 აგვისტოს ერთი ასეთი ადამიანი, არიზონის ექვსგზის სენატორი ჯონ მაკკეინი 82-ე დაბადების დღემდე რამდენიმე დღით ადრე აგრესიული ფორმის თავის ტვინის კობოსთან ერთწლიანი ბრძოლის შემდეგ გარდაიცვალა. სიცოცხლის ბოლო წუთები მან ქალაქ სედონაში, საკუთარ სახლში, ოჯახის წევრების გარემოცვაში გაატარა.

სენატორი მაკკეინი, პოლიტიკური კარიერის მანძილზე მიღწეულ არაერთ წარმატებასთან ერთად, ხალხს შეიძლება დაამახსოვრდეს როგორც ადამიანი, რომელიც სიმამაცით და ძლიერი ხასიათით პოლიტიკოსების უმრავლესობისგან გამორჩეოდა. ის საკუთარი პრინციპების და ღირებულებების ერთგული - რომლებსაც ყოველთვის მტკიცედ და მამაცად იცავდა - მაშინაც კი, როცა ეს მისთვის პოლიტიკურად მომგებიანი არ იყო - სიცოცხლის ბოლომდე დარჩა.

რესპუბლიკელმა სენატორმა და ორგზის საპრეზიდენტო კანდიდატმა ამერიკის როგორც საშინაო, ასევე საგარეო პოლიტიკაზე წარუშლელი და უნიკალური კვალი დატოვა. ის ყოველთვის აღიქმებოდა, როგორც შეუპოვარი, სამართლიანი და უშიშარი პოლიტიკოსი. ამერიკის საშინაო პოლიტიკის პოლარიზებულ გარემოში, ის ერთ-ერთი ადამიანი იყო, რომელიც ქვეყნის სასიკეთოდ ორპარტიული თანხმობის მიღწევას ცდილობდა. იყო შემთხვევებიც, როცა ის საკუთარი პარტიის წევრებსაც საჯაროდ აკრიტიკებდა, როცა მიჩნდა, რომ ისინი ქვეყნის ინტერესებზე მაღლა პარტიულ დაპირისპირებას აყენებდნენ.

მაკკეინი საგარო პოლიტიკაში ის ერთ-ერთი ყველაზე კარგად ცნობილი ამერიკელი პოლიტიკოსი იყო. მხოლოდ შარშან მან 27 ქვეყანაში, მათ შორის, ახალ წელს, საქართველოშიც იმოგზაურა. თითოეულ ქვეყანაში ის დემოკრატიული ღირებულებების, კანონის უზენაესობის, ადამიანის უფლებების დაცვის და დაჩაგრულებისთვის ძალის მიცემის გზავნილით ჩადიოდა.

საქართველოში, ორ კოლეგასთან ერთად 2017 წლის 1 იანვარს ვიზიტის დროს, ის ცხინვალის რეგიონში ადმინისტრაციულ საზღვარზე მდებარე სოფელ ხურვალეთს ესტუმრა. მან რუსეთის საოკუპაციო ხაზს მიღმა დარჩენილ, ვანიშვილების ოჯახს ახალი წელი მიულოცა და თქვა, რომ ამერიკა გააგრძელებს საქართველოს აქტიურ მხარდაჭრას მისი ტერიტორიების სრულ დეოკუპაციამდე.

სენატორი მაკეინი საქართველოზე საუბრობს
გთხოვთ, დაიცადოთ

No media source currently available

0:00 0:03:20 0:00

თუმცა, სენატორმა მაკკეინმა საქართველოს მხარდაჭერი ერთ-ერთი ყველაზე ყველაზე დასამახსოვრებელი კომენტარი 2008 წლის ამერიკის საპრეზიდენტო არჩევნების დროს გააკეთა. ის, როგორც რესპულიკელი კანდიდატი, ამომრჩეველს ხვდებოდა, როცა თქვა, რომ ამერიკელებს უნდა აინტერსებდეთ საქართველო, პატარა და მოშორებული ქვეყანა, რადგან “ისტორია ხშირად პატარა და მოშორებულ ქვეყნებში იწერბა.” თავისუფლების დაცვის და დამოუკიდებლობისთვის ბრძოლაზე მინიშნებით, სენატორმა თქვა, რომ “დღეს ყველანი ქართველები ვართ.”

მაკკეინი, რომელმაც ვიეტნამის ომის დროს ხუთი წელი სამხედრო ტყვეობაში გაატარა, ადამიანის უფლებებისა და თავისუფლებების შეუპოვარი დამცველი იყო. ის ასევე მტკიცედ იცავდა პატარა ქვეყნების უფლებებს, რომლებიც რუსეთის აგრესიული პოლიტიკის სამიზნეები იყვნენ.

მათ შორის იყო საქართველოც, რომლის სიყვარულზეც სენატორი ხშირად საუბრობდა. 2013 წლის ნოემბერში გერმანიის მარშალის ფონდში სიტყვით გამოსვლისას სენატორმა მაკკეინმა საქართველოს შესახებ ისაუბრა. „იმ ქვეყნის შესახებ, რომლის მიმართაც წლების განმავლობაში უზარმაზარი სიყვარული ჩამომიყალიბდა. მე მიყვარს საქართველო, მისი ხალხი, მისი მშვენიერი ბუნება, კულტურა, ისტორია. მე საქართველოს და მისი მოქალაქეების მეგობარი ვარ,” თქვა მაშინ სენატორმა მაკკეინმა.

ვაშინგტონი დღეს, 4 ოქტომბერი, 2013
გთხოვთ, დაიცადოთ

No media source currently available

0:00 0:18:41 0:00

საქართველოს მხარდაჭეაზე საუბრისას მან თქვა, რომ ქვეყნისადმი მისი “ერთგულება არ განისაზღვრება იმით, თუ რომელი ლიდერი, პარტია ან მთავრობაა ხელისუფლებაში. ყველაზე მთავარი ისაა, რომ ჩემთვის მნიშვნელოვანია თუ რა არის კარგი საქართველოს სახელმწიფოსთვის და ხალხისთვის.”

მაკკეინი ყოველთვის გულთბილად აფასებდა საქართველოს მიღწევებს დემოკრატიული განვითარების თვალსაზრისით და მთავრობას, როგორც მეგობარი, ქვეყნის წინვლისთვის ყოველთვის მეტის კეთებისკენ მოუწოდებდა.

2011 წლის ოქტომბერში “ამერიკის ხმასთან” ინტერვიუში მან განაცხადა, რომ "ჩვენ, როგორც მეგობრები, ყოველთვის პირდაპირ ვესაუბრებით ერთმანეთს. ჩვენ მოველით, რომ მეტი პროგრესი იქნას მიღწეული ადამიანის უფლებების დაცვის და დემოკრატიზაციის პროცესებში პოლიციისა და სასამართლოს როლის გამყარების მხრივ. მაგრამ ამავდროულად, მნიშვნელოვანია დავინახოთ განსხვავება შევარდნაძის დროინდელ საქართველოსა და დღევანდელ საქართველოს შორის. მაშინ უკანონობა და დანაშაულებრივი ფონი ისეთი მაღალი იყო, რომ შეიარაღებული დაცვის გარეშე თბილისის ქუჩებში ვერ გაივლიდი. ამასთან ქვეყანა კორუფციით იყო მოცული და ეკონომიკაც ფაქტობრივად არ არსებოდა. ასე, რომ სამართლიანი იქნებოდა იმისი აღიარება, რომ საქართველომ ბევრ რამეს მიაღწია, თუმცა ისიც უნდა აღვნიშნოთ, რომ ჯერ ისევ ბევრია გასაკეთებელი."

სახელმწიფოს მიერ ადამიანის უფლებების პატივისცემის უპირობო მოთხოვნასთან ერთად, სენატორი მაკკეინი საქართველოს სუვერენიტეტისა და ტერიტორიული მთლიანობის მტკიცე დამცველი იყო.

მაკეინი მისტრალზე საუბრობს
გთხოვთ, დაიცადოთ

No media source currently available

0:00 0:00:00 0:00
ბმული

ის საქართველოსთვის იარაღის მიყიდვას წლების განმავლობაში ითხოვდა, რაც საბოლოო ჯამში, შეერთებული შტატების ადმინისტრაციის მიერ მისაღები გადაწყვეტილება იყო. 2018 წელს თეთრმა სახლმა ეს გადაწყვეტილება მიიღო.

ბმული

​2016 წელს “ამერიკის ხმასთან” ინტერვიუში სენატორმა კიდევ ერთხელ ისაუბრა რუსეთის მიერ საქართველოს ოკუპაციასა და მცოცავ ანექსიაზე. როგორც მანამდე არაერთხელ, სენატორმა საქართველოს ნატოში გაწევრიანების მხარდაჭერა გამოთქვა და აღნიშნა, რომ საამაყოა ის, რასაც ქართველი ჯარისკაცები ავღანეთში აკეთებენ. “ყველაზე სამარცხვინო ის არის, რომ ახლა ნაკლებად თუ ადარდებს ვინმეს საქართველოს სუვერენული სახელმწიფოს წინააღმდეგ რუსეთის აგრესია. ყოველთვის, როცა დასავლეთი ყურადღებას ასუსტებს, რუსეთი საზღვრის ხაზს სწევს. მიმაჩნია, რომ საქართველო იმსახურებს ნატოში გაწევრიანებას. ჩემი გადასაწყვეტი რომ იყოს, ქართველებს, ალიანსთან მიერთების უფრო მკაფიო გზას შევთავაზებდი. ამ პოლიტიკას, შესაძლოა, არ იზიარებდეს ამერიკის დღევანდელი ადმინისტრაცია, მაგრამ საქართველო და მისი ჯარი ავღანეთში გვერდში დაგვიდგა. ვიცი, რომ საქართველო თვითონაც ამაყობს ამ კონტრიბუციითა და მისი ჯარისკაცების სიმამაცით,” თქვა სენატორმა მაკკეინმა.

სენატორმა მაკკეინმა ამერიკის პოლიტიკაში უმაღლესი სტანდარტი დააწესა. ეს მის არა მხოლოდ სენატში საქმიანობაზე, არამედ ორი საპრეზიდენტო კამპანიის დროსაც გამოჩნდა.

მაკკეინს მეუღლე სინდი და 7 შვილი დარჩა. სენატორის დედა რობერტა მაკკეინი 106 წლის ასაკში საკუთარი შვილის სიკვდილს მოესწრო.

Facebook Forum

ტვიტერი

XS
SM
MD
LG